საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გრადამ 14 სართულიანი კორპუსი ააშენა
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:12, 10 Jul, 2020     1128

10 ივლისი, 2020- საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით კომპანია გრადამ დიღომში 210 საცხოვრებელი ბინისგან შემდგარი კომპლექსი „დიდი დიღომი 4“ ააშენა. საერთო ჯამში კომპლექსი 11,256 კვ.მ-ს შეადგენს. შენობას აქვს 400 კვ.მ კომერციული ფართი. კორპუსის მშენებლობა დათქმულ ვადებში დასრულდა. პროექტის ჯამურმა მოცულობამ 1.74 მლნ დოლარი შეადგინა.

კომფორტული გარემოსა და ადგილმდებარეობის გარდა კომპლექსი მომხმარებელს სთავაზობს კეთილმოწყობილ ეზოსა და საბავშვო მოედანს, მიწისქვეშა ავდოსადგომს. 14 სართულიანი შენობა თანამედროვე დიზაინითა და ექსტერიერით გამოირჩევა.

„სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა ახალი რეალობის პირობებში საქართველოს ბანკისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მოხარული ვართ, რომ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კიდევ ერთი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. გრადა 6 წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანიაა, მისი მთავარი უპირატესობები ბინების დროული ჩაბარება და მაღალი ხარისხია. ასევე, კომპანია მშენებლობისას ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალებს იყენებს. კომპანია აქტიურად უჭერს მხარს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. მშენებლობის პროცესში დასაქმებული იყო 80 ადამიანი. ვფიქრობთ, ბანკისა და გრადას თანამშრომლობა კომპანიას კიდევ უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობას მისცემს, რაც მის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე დადებითად აისახება. ეს კი ახალი სამუშაო ადგილების და კიდევ უფრო მეტი საინტერესო პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, კომპანია გრადა მომხმარებელს კომფორტული გარემოსა და ადგილმდებარეობის გარდა გადახდის მოქნილ პირობებს სთავაზობს. კომპანიის მისიაა ყველა ადამიანს, განურჩევლად ფინანსური შესაძლებლობებისა, ჰქონდეს საშუალება, ფლობდეს საკუთარ სახლს და იცხოვროს კომფორტულ გარემოში.


R





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42