რომ არა ჟურნალისტების აქტიურობა, მთელი რიგი რაღაცები ჩვენ არ გვეცოდინებოდა - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია შაქარაშვილის საქმეზე გამოქვეყნებულ ექსპერტიზის დასკვნას.
ხოშტარიას თქმით, შაქარაშვილის საქმეში ძალიან ბევრი კითხვები არსებობს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ არ დატოვოს არც ერთი კითხვა უპასუხოდ.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ არ დატოვოს არც ერთი კითხვა უპასუხოდ და აქამდე, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი კითხვა არსებობს გამოძიებასთან. კითხვები, რომლებიც გააჩინეს ჟურნალისტებმა ძალიან აქტიური მუშაობით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტია, რომ რომ არა ჟურნალისტების აქტიურობა, მთელი რიგი რაღაცები ჩვენ არ გვეცოდინებოდა. ეს ისეთი საქმე არაა, სადაც ესე უნდა ხდებოდეს. არ შეიძლება ამ საკითხზე სახელმწიფო უპირისპირდებოდეს ჟურნალისტებს, აკრიტიკებდეს ჟურნალისტებს.
აქ უნდა იყოს ძალიან გამჭვირვალე, ძალიან ღია და დამაჯერებელი ახსნა ყველა ფაქტის" - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






