საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ი ვენახებს განაახლებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:35, 10 Jul, 2020     1068

10 ივლისი- 2020- საქართველოს ბანკი ღვინის ინდუსტრიის მხარდაჭერის კვალდაკვალ ბიზნესების წახალისებას განაგრობს. ამჯერად ბანკისა და მისი მრავალწლიანი პარტნიორის GWS-ის თანამშრომლობით თელავში, ყვარელში, ახმეტასა და მარტვილში 316 ჰა ზე კომპანიის საკუთრებაში არსებული ვენახები განახლდება. კომპანია საფერავის, ქისის, მწვანეს, რქაწითელის, ოჯალეშის ჯიშის ვენახებს განაახლებს, რაც მას წარმოების ზრდის შესაძლებლობას მისცემს. ინვესტიცია ვენახის განახლებისთვის საჭირო აგროტექნიკის შეძენასაც ითვალისწინებს, რაც წარმოების დახვეწილ პროცესს კიდევ უფრო სწრაფს და მარტივს გახდის. კომპანიისთვის ფინანსური მხარდაჭერა სახელმწიფო შეღავათიანი კრედიტების ფარგლებშია გამოყოფილი.

„მოხარული ვართ, რომ საქართვალოს ბანკისა და ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ის მრავალწლიანი პარტნიორობა კვლავ წარმატებით გრძელდება. 2017 წლიდან და ჩვენ ერთად არაერთი პროექტი გვაქვს განხორციელებული. ამჟამინდელი პარტნიორობის ფარგლებში კი კომპანია არსებული ვენახების განახლებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ GWS - ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი ღვინის საწარმოა საქართველოში. ის 1993 წელს თელავში, აჩინებულში მდებარე, ჯერ კიდევ 1976 წელს დაარსებული უძველესი ღვინის საწარმოს „თელავი 2“ -ის ბაზაზე შეიქმნა. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ხელი შევუწყოთ ასეთი წარმატებული კომპანიის კიდევ უფრო მეტად განვითარებას“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, კომპანია “GWS”-ის მფლობელობაში დღესდღეისობით 400 ჰექტარი ვენახია. მათგან 280-ს წითელი ყურძნის სახეობები იკავებს, დანარჩენი 120 კი, თეთრ ჯიშებს ეკუთვნის. 85% ქართულ ტრადუციულ ყურძნის ჯიშები წარმოადგებს, 15% კი, საერთაშირისო ცნობილი სახეობებია. სულ მალე კომპანია “GWS” მომხმარებელს საკუთარი ვენახებიდან ბიო-ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილ ღვინოს წარუდგენს. ღვინის წარმოების პროცესი დახვეწილია. ყურძენი ხელით იკრიფება და მარცვლები მაქსიმალურად დაცულია დაზიანებისგან. ტრანსპორტირებისას განსაკუთრებული ნორმების დაცვის შედეგად საწარმოში მხოლოდ საუკეთესო მარცვლები ხვდება, რაც კომპანიას მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების შესაძლებლობას აძლევს. ღვინის დამზადებისთვის კომპანია ტემპერატურული რეჟიმის კონტროლის შესაძლებლობის მქონე უჟანგავი ფოლადის ცისტერნებს იყენებს. ხშირ შემთხვევაში, ადგილწარმოშობის ღვინის დაძველება 12 თვის განმავლობაში, მუხის კასრში ხდება. სწორედ კასრისა და სხვადასხვა ჯიშის ყურძნის სწორი შეხამება იძლევა უნიკალური გემოს მქონე ღვინის დამზადების შესაძლებლობას. GWS- აწარმოებს წყნარი ღვინის, ცქრიალა ღვინის და სხვა ალკოჰოლურ პროდუქტებს.


R





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42