ვინ წამოიყვანა თეთრმა „პრიუსმა“ შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს არაგვის ხიდიდან?
სამართალი - 17:20, 09 Jul, 2020     1532

19 წლის ფეხბურთელის. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში კიდევ ერთი მანქანა, თეთრი „ტოიოტა პრიუსი“ გამოჩნდა, რომელმაც 19 ივნისის ღამეს, არაგვის ხიდიდან, ანუ სწორედ იმ ტერიტორიიდან, სადაც გიორგი შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ ხუთ ახალგაზრდას თავს დაესხნენ, ორი ახალგაზრდა წამოიყვანა თბილისში და "ნახალოვკაში" დატოვა.

ამ ახალგაზრდების მანქანაში ჩასხდომის დრო ზუსტად ემთხვევა მცხეთის მაგისტრალზე მომხდარი ინციდენტის დასრულების დროს.

რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული საქმის მასალებში, გამოძიებისათვის მიცემული ორი ჩვენება დევს. ჩვენებები 3 ივლისით თარიღდება. ჩვენებას აძლევს ავტომობილის მძღოლი და მისი მეგობარი.

შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი ჩვენება იდენტურია. ისინი ზუსტად ერთნაირი სიტყვებით აღუწერენ გამომძიებელს 19 ივნისის ღამეს არსებულ სიტუაციას. მაგალითად, იდენტურია წინადადებები: „როგორც მახსოვს, ამ დროს იქნებოდა 01:30“; „ხიდის გავლის შემდგომ, დაახლოებით 10 მეტრში, მეორეხარისხოვან, მოხრეშილ გზაზე“; „გვთხოვეს, თუ შეგვეძლო ისინი გაგვეყვანა „ნახალოვკაში“, კიკვიძის ბაღის მიმდებარედ“ და ა.შ. ერთი შეხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენებები კოპირებულია.

„ტოიოტა პრიუსის“ მძღოლის ჩვენების თანახმად, ის და მისი მეგობარი, 18 ივნისს, 23 საათისთვის, თბილისიდან ჭიათურის მიმართულებით გაეშურნენ. თუმცა, გორთან ახლოს მანქანას პრობლემა შეექმნა და უკან მობრუნება გადაწყვიტეს:

„გზაზე, მცხეთასთან, როდესაც გავიარეთ ხიდი, გზაზე დავინახეთ ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც იქნევდნენ ხელს და ცდილობდნენ გაეჩერებინათ მანქანა. იყო ღამის საათები, გვქონდა ადგილი და ადამიანურად გავუჩერეთ მათ მანქანა. როგორც მახსოვს, ამ დროს იქნებოდა 01:30 საათი. მე მანქანა გავაჩერე ხიდის გავლის შემდგომ, დაახლოებით 10 მეტრში, მარჯვენა მხარეს, მეორეხარისხოვან, მოხრეშილ გზაზე. ის ბიჭები მოვიდნენ ჩვენთან და გვთხოვეს თბილისამდე ჩაყვანა. აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ გარდა აღნიშნული ორი პირისა, იმ ადგილზე, მის მიმდებარედ, მე სხვა პირები არ დამინახავს, ასევე არ შემიმჩნევია იქვე გაჩერებული ავტომანქანა. ისინი დასხდნენ უკანა სავარძელზე. მე რამდენიმე წუთით გადმოვედი ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, რომლის შემდგომაც წამოვედით თბილისში“.

„ტოიოტა პრიუსის“ მძღოლი ყვება, რომ ერთ-ერთმა ბიჭმა მას მუსიკის ხმამაღლა აწევა სთხოვა და ამიტომ არ გაუგია, რას ლაპარაკობდნენ უკანა სავარძელზე მსხდომი ბიჭები, რომელთა ასაკიც, მისი შეფასებით 18-20 წელი იყო.

ამავე ჩვენების თანახმად, ახალგაზრდები მათ „ნახალოვკაში“, კიკვიძის ბაღის ცენტრალურ შესასვლელთან ჩამოსვეს. მძღოლის დახასიათებით, ერთ-ერთ ახალგაზრდას ჰქონდა გრძელი თმა და იყო სუსტი აღნაგობის. მეორე პირის გარეგნობა არ ახსოვს.

ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებიც მცხეთის მაგისტრალზე, არაგვის ხიდზე, ზუსტად იმ პერიოდში იმყოფებოდნენ, როდესაც შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ ხუთ ახალგაზრდას თავს დაესხნენ, გამოიკითხნენ თუ არა ისინი, საქმის მასალებიდან ეს, ჯერჯერობით, არ ჩანს.

ცნობილია, რომ გიორგი შაქარაშვილთან მყოფი ხუთი ახალგაზრდიდან, ერთი, ფოტოგრაფი, თბილისში საპატრულო ეკიპაჟმა წამოიყვანა; მეორემ, კონსტანტინე ღიბრაძემ, თავდასხმისას ტაქსი გააჩერა და ტაქსით ჩამოვიდა თბილისში; მესამეს და მეოთხეს - ვახტანგ ახვლედიანსა და გიორგი ქათამაძეს, ნაცნობმა ტაქსის მძღოლმა ჩააკითხა მცხეთაში და წამოიყვანა; ხოლო მეხუთე, შაქარაშვილის მეგობარი, გურამ ამირხანაშვილი, თავად თავდამსხმელებმა, ჩამოიყვანეს თბილისამდე.

შეგახსენებთ, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რომელსაც გიორგი და მასთან ერთად, კიდევ ხუთი ახალგაზრდა, გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულნი გაეშურნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

ექსპერტიზის პასუხი, რომელმაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.


წყარო: რადიო თავისუფლება





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42