სპეციალური შეთავაზება თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის დეველოპერული კომპანიისგან - „რედკო"
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:30, 09 Jul, 2020     1146

თიბისი სტატუსის მომხმარებლებს დეველოპერული კომპანია - „რედკო" განსაკუთრებულ პირობას სთავაზობს. სტატუსის მომხმარებლებისათვის, „რედკოს" პროექტში - „ახალი გუდაური", მინიმუმ 33 კვ.მ ბინის შეძენის შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ღირებულება 2886 ლარია.

კომპანია „რედკოს" პროექტი - „ახალი გუდაური" გუდაურში, საბაგირო გონდოლადან 100 მეტრის დაშორებით, 50 ჰექტარზე გაშენებული საცხოვრებელ-დასასვენებელი კომპლექსია, რომელიც 16 აპარტ-ოტელს, ჯამში 2300-მდე აპარტამენტს და სასტუმრო "Radisson Blu"-ს აერთიანებს. კომლექსის დამსვენებლები სარგებლობენ კონსიერჟის მომსახურებითა და სადღეღამისო დაცვის სერვისით, სპა ცენტრებითა და საუნით, სავარჯიშო დარბაზით, ღია და დახურული საცურაო აუზებით, ლაუნჯით, მიწისქვეშა პარკინგით, რესტორნებით, სათხილამურო ინვენტარის მაღაზიითა და ბავშვთა გასართობი სივრცეებით.

აღნიშნულ შეთავაზებასთან ერთად, თიბისი სტატუსის მომხმარებლებს შეუძლიათ იპოთეკური სესხების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იპოთეკურ სესხზე 5 წლის განმვალობაში 4%-იანი სუბსიდირებით ისარგებლონ. დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად ინიცირებული პროგრამა 1 ივლისიდან ამოქმედდა.

პროგრამაში მონაწილეობისთვის, მომხმარებელმა დეველოპერული კომპანიისგან ბინის შესაძენად იპოთეკური სესხით მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა ისარგებლოს. სუბსიდიის მისაღებად, განაცხადის ბოლო დღე 31 დეკემბერია, ხოლო სახელმწიფო საგარანტიო კომპონენტით სარგებლობის ბოლო ვადა - 20 დეკემბერი. თანხის მაქსიმალური მოცულობა 200,000 ლარია, სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა კი - 240 თვე. მომხმარებელმა უზრუნველყოფის სახით შესაძენი ქონების მინიმუმ 10%-ის ფულადი სახსრები უნდა წარადგინოს. გარდა ამისა, თანამონაწილეობა უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტურად. პროგრამა ვრცელდება მხოლოდ სესხებზე ეროვნულ ვალუტაში.

პარტნიორ დეველოპერულ კომპანიებში ბინის შეძენის შემთხვევაში, თიბისის იპოთეკური ცენტრი სტატუს მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებსა და ფასდაკლებებს სთავაზობს.

კომპანია „რედკოს" შეთავაზების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ პირად ბანკირს ან სტატუს ცენტრს. იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის შესახებ კი დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თიბისის ვებ-გვერდზე - Tbcbank.ge, ცხელ ხაზზე - (032) 2 27 27 27 და ასევე, ბანკის ნებისმიერ ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით.

R





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42