19 წლის ფეხბურთელს ბურუსით მოცული გარდაცვალება და "კაწროს" შესაძლო კვალი საქმეში - დღის ბოლოს ირკვევა, რომ ავთანდილ ბილანიშვილი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
როგირც "ნიუპოსტმა" გაარკვია, ბილანიშვილის დაკითხვა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
ცნობისთვის, "კაწროს" სახელმა ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების საქმეში არაერთხელ გაიჟღერა.
ახალ კადრებში, რომელიც გუშინ გასაჯაროვდა, კარგად ჩანს, როგორ გადმოდის სამარშრუტო ტაქსიდან თეთრპერანგიანი პირი, რომელსაც სპორტული კეტი აცვია და ხელში ტელეფონი უჭირავს. მქომედება კი დისუბეში ხდება.
პირი მოგვიანებით შაქარაშვილის მეგობარს და ე.წ “ოქროს მოწმეს” გურამ ამირხანაშვილს ხვდება.
სათვალთვალო ვიდეოკადრებში ასახული პირი ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით შესაძლოა ე.წ კანონიერი ქურდის, აკაკი ბილანიშვილის ვაჟი, ავთო ბილანიშვილი იყოს.
ავთო ბილანიშვილი ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარია.
მასალის გამოყენების პირობები






