საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს არასრულწლოვანისა და მისი მშობლების კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადაყვანა დაევალა - თბილისის საქალაქო სასამართლო
სამართალი - 11:43, 08 Jul, 2020     682
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს არასრულწლოვანისა და მისი მშობლების კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადაყვანა დაევალა:

"2020 წლის 7 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა მოსარჩელე გ. ი.-ს სარჩელი, მოპასუხე სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წინააღმდეგ, საქმეში მესამე პირად ჩართული მშობლების ა. ა.-ისა და ნ. ი.-ის მონაწილეობით.

მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა არასრულწლოვან გ.ი.-ს და მისი მშობლების კარანტინში მოთავსების შესახებ მოპასუხე მხარის ქმედების უკანონოდ ცნობა.

მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადებით, არასრულწლოვანს, იძულებით კარანტინში მოთავსებით უკანონოდ შეეზღუდა თავისუფლება. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განიხილა მშობლის განცხადება თვითიზოლაციის თაობაზე და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შესაბამისად, მოსარჩელე მხარემ სასამართლო სხდომაზე მოითხოვა კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადაყვანა.

სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მათი პოზიციები, არგუმენტები და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. მოპასუხე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ გ.ი.-ს და მისი მშობლების მიმართ გამოყენებული იზოლაციის ფორმა - კარანტინი შეცვალა თვითიზოლაციით.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს დაევალა, იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით გათვალისწინებული წესების დაცვით, გ.ი-ს და მისი მშობლების კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადაყვანა.

სასამართლომ გადაწყვეტილება მიაქცია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვნის ინტერესების გათვალისწინებით, თვითიზოლაციის პირობებში მიღწეული იქნება ადმინისტრაციული ორგანოს მიზნები"- წერია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42