საქმეშია "ლუკოილის" ბენზინგასამართ სადგურის კადრები, რომელიც ადასტურებ, რომ თეთრპერანგიან მამაკაცს, საქმის მთავარ მოწმესთან, გური ამირხანაშვილთან შეხვედრა ჰქონდა.
საქმეში კამერის მხოლოდ დღის ჩანაწერი დევს, საკვანძო მომენტები კი გამქრალია. არ ჩანს მანქანის ნომერი და თეთრპერანგიანის ამოცნობაც შეუძლებელია.
"ტვ პირველის" ჟურნალისტები ერთ-ერთი დაწესებულების თანამშრომლებს ესაუბრნენ, რომლის კამერებსაც წესით გური ამირხანაშვილისა და თეთრპერანგიანის შეხვედრა უნდა დაეფიქსირებინა. თუმცა მაღაზიის კამერები პროკურატურის მიერ ამოღებული არ არის.
მაღაზიის თანამშრომლები აცხადებენ, რომ არ იციან მივიდნენ თუ არა დაწესებულებაში სამართალდამცავები.
ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლები კი ცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა კამერების თითქმის ყველა ჩანაწერები ამოიღეს, თუმცა პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში არ არის იმ ზედხედ კამერის ჩანაწერები, რომელსაც, სავარაუდოდ, თეთრპერანგიანი მამაკაცის სახის ან მანქანის ნომრის დაფიქსირება შეეძლო.
მასალის გამოყენების პირობები






