უმძიმესი მკვლელობა მუხრანში - 28 წლის ბიჭმა მძინერე ნათესავები, მამა და ბაბუა მოკლა და გაიქცა.
ადგილობრივები კი შემზარავი დანაშაულის მოტივად შურისძიებას ასახელებენ.
ერთ-ერთი მეზობლის ინფორმაციით, მოკლული პაპა წლების განმავლობაში საკუთარ რძალზე სექსუალურად ძალადობდა.
"პირადი საქმეები ჰქონდათ... ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ჩუმად არიან. ეს კაცი, ამ ბიჭის დედაზე სექსუალურად ძალადობდა. გიორგი ამბობდა, ყველაფერი ვიცოდიო" - ამბობს მეზობელი.
შეგახსენებთ, მცხეთაში 2 პირის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
როგორც ირკვევა, მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის კაცი ციხიდან, რამდენიმე დღის წინ გამოვოდა.
მამაკაცი სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა. ბრალდებულმა გაქცევა მოასწრო.
ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები