აგროდაზღვევა სპეციალურად ფერმერებისთვის შექმნილი და მათზე მორგებული სადაზღვევო პროდუქტია. მასში გათვალისწინებულია ფერმერთა საჭიროებები და აზღვევს ზუსტად იმ რისკებს, რომელიც სოფლის მეურნეობისა და მოსავლისთვისაა სახიფათო. აგროდაზღვევის მარტივ და სასარგებლო ნაკრებს თიბისი დაზღვევა ფერმერებს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს.
აგროდაზღვევის პირობები
აგროდაზღვევა სახელმწიფოსთან თანამშრომლობით შექმნილი სადაზღვევო ნაკრებია, სადაც სახელმწიფო თანადამფინანსებლის როლშია. ფერმერებს ნაკრების ღირებულების მხოლოდ ნაწილის გადხდა უწევთ, დანარჩენს კი სახელმწიფო ფარავს. ნაკრები ითვალისწინებს სოფლის მეურნეობაში უმთავრესი რისკისგან - არასასურველი სტიქიური მოვლენებისგან დაზღვევას. ამ ნაკრებით ფერმერებს საშუალება აქვთ ფინანსური სტაბილურობა უზრუნველყონ და უამინდობის შემთხვევაშიც მიიღონ დაგეგმილი სეზონური შემოსავალი.
ფერმერთათვის შექმნილ სადაზღვევო ნაკრებში შემდეგი რისკებია დაზღვეული:
- სეტყვა;
- წყალდიდობა;
- ქარიშხალი;
- საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსის შემთხვევაში).
აგროდაზღვევის პირობების მიხედვით, მოსავლის სრული ან ნაწილობრივი განადგურების შემთხვევაში, ფერმერებს მიყენებული ზიანი საბაზრო ღირებულებით აუნაზღაურდებათ.
ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ დააზღვიონ ვაზი, მარცვლეული, პარკოსანი, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი, სუბტროპიკული, კენკროვანი და ციტრუსის კულტურები. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა კულტურის სადაზღვევო ნაკრებზე სახელმწიფო ღირებულების 70%-ს აფინანსებს, ფერმერი კი მხოლოდ 30%-ს ფარავს. გამონაკლისი მხოლოდ ვაზია, სადაც სახელმწიფო თანადაფინანსება 50%-ს შეადგენს.
თიბისი დაზღვევა ფერმერებს უმთავრესი რისკისგან - სტიქიური მოვლენების შედეგად დამდგარი ზიანისგან აზღვევს, თუმცა არსებობს შემთხვევები, რომლების ნაკრების პირობებით ანაზღაურებას არ ექვემდებარება, ესენია -
- მოსავლის აღების პრაქტიკის დაუცველობით გამოწვეული ზიანი;
- დაუზღვეველი რისკებით გამოწვეული ზიანი (მწერები, მღრღნელები, სოკოვანი და სხვა დაავადებები);
- ფერმერის მიერ განზრახ გამოწვეული ზიანი.
ვის შეუძლია აგროდაზღვევით სარგებლობა
აგროდაზღვევით სარგებლობა შეუძლია ყველა ფერმერს, რომელიც სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ რამდენიმე მარტივ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:
· აუცილებელია, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იყოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და ფერმერმა დაზღვევის შეძენის დროს წარმოადგინოს აღნიშნული დოკუმენტი;
· მიწის ნაკვეთის ფართი არ უნდა აღემატებოდეს 5 ჰექტარს, გამონაკლისია მარცვულელი კულტურა, სადაც ლიმიტი 30 ჰექტარს შეადგენს. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება კოოპერატივებზე.
თუ ფერმერი ვერ აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ პირობებს, თიბისი დაზღვევა მათ ინდივიდუალურ ნაკრებს სთავაზობთ. ამ შემთხვევაში ნაკრების სრულ ღირებულებას ფერმერები თავად დაფარავენ.
როგორ შევიძინოთ აგროდაზღვევა
აგროდაზღვევის შეძენა შეუძლია ყველა იმ ფერმერს, ვისაც საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში აქვს გადაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. რაც შეეხება მის ღირებულებას, ის განისაზღვრება დასაზღვევი კულტურის მიხედვით და შესაბამისად ფასიც ცვალებადია.
თიბისი დაზღვევა ფერმერებს მხარდაჭერას ფინანსურადაც უცხადებს - სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ნაკრების ღირებულების სესხის სახით მიღება და შემდეგ მისი ეტაპობრივად გადახდა.
აგროდაზღვევის ნაკრების შეძენა შიდა ქართლსა და კახეთში მდებარე თიბისი ბანკის ფილიალებშია შესაძლებელი.
R
მასალის გამოყენების პირობები