ავტომობილის ყველა მძღოლი დაგვეთახნმება, რომ მანქანის მართვისას ყველაზე დიდ საშიშროებას ავარია წარმოადგენს. ავარიის დროს შესაძლოა ჩვენი მიზეზით დავაზიანოთ მესამე პირის ქონება ან ჯანმრთელობა. ეს ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას და ფინანსურადაც მოულოდნელ დარტყმას გვაყენებს. თიბისი დაზღვევა D1 პაკეტით მთავარი რისკისგან - ავარიისგან დაგაზღვევთ.
რას მოიცავს D1 ავტოდაზღვევა
თუ თქვენ 25 წლის ზემოთ ხართ, ავტომობილს მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის იყენებთ, გაქვთ მართვის 1 წლიანი გამოცდილება და თქვენი მანქანა 2000 წლის შემდეგაა გამოშვებული, მაშინ შეგიძლიათ შეიძინოთ ავტოდაზღვევის ყველაზე სასარგებლო ნაკრები და თავი დაიზღვიოთ ავტოსაგზაო შემთხვევის მოულოდნელი ხარჯებისგან.
ხშირად მძღოლები ავტომობილის სრული დაზღვევისგან თავს იკავებენ, რადგან თვლიან, რომ არ სჭირდებათ ზედმეტი ხარჯის გაღება ყველა რისკისგან თავის დასაზღვევად. D1 დაზღვევა კი ყველასთვის ხელმისაწვდომია, რადგან ის ითვალისწინებს მხოლოდ უმთავრესი რისკის - ავტოავარიის შემთხვევებს. ამ ნაკრებით ანაზღაურდება როგორც თქვენი დაზიანებული ავტომობილის, ასევე თქვენს მიერ დაზიანებული ავტომობილის, ქონების ან მგზავრების მკურნალობის ხარჯები. არ აქვს მნიშვნელობა ვისი ბრალეულობით მოხდება ავარია - თქვენ ყოველთვის დაცული იქნებით მოულოდნელი ხარჯებისგან.
ნაკრების ფასი და ლიმიტები
D1 ავტოდაზღვევა ყველაზე სასარგებლო და ხელმისაწვდომი ნაკრებია. დაზღვევის ყოველთვიური ღირებულება ანაზღაურების ლიმიტის მიხედვით განისაზღვრება. თქვენ საშუალება გაქვთ აირჩიოთ ანაზღაურების 5 000 ლარიანი ან 10 000 ლარიანი ლიმიტი. თვეში 30 ლარად ავტოავარიის შემთხვევა 5 000 ლარის ფარგლებში აგინაზღაურდებათ, თვეში 40 ლარად კი ანაზღაურების ლიმიტი 10 000 ლარი იქნება.
აქვე უნდა ვახსენოთ შემთხვევები, რომელიც D1 ავტოდაზღვევით ანაზღაურებას არ ექვემდებარება - თუ თქვენი ავტომობილი გაჩერებულ მდგომარეობაში დაუდგენელ ვითარებაში დაზიანდა, თუ დაზღვეული ავტომობილი დაზიანდა რბოლისას, თუ ავტომობილს მართავდა პირი, რომელსაც არ აქვს მართვის მოწმობა ან პირი, რომელიც არ იყო წინასწარ განსაზღვრული უფლებამოსილ მძღოლად, ასეთი შემთხვევები აღნიშნული ნაკრებით არ ანაზღაურდება. გარდა ამისა, ხანძარი, აფეთქება, სტიქიური მოვლენები, საგნის დაცემა, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი არის ის შემთხვევები, რომელიც D1 ავტოდაზღვევით არ ანაზღაურდება.
როგორ შევიძინოთ D1 ავტოდაზღვევა
თიბისი დაზღვევის მრავალფუნქციურ ონლაინ პლატფორმაზე D1 ავტოდაზღვევის შეძენას სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად შეძლებთ. ამისათვის კი უნდა მიჰყვეთ ბმულს და შეავსოთ მოცემული გრაფები, დასრულების შემდეგ კი სადაზღვევო პოლისს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ. დაზღვევა 1 წლის განმავლობაში მოქმედებს და მისი ღირებულების გადახდა შეგიძლიათ როგორც ყოველთვიურად, ასევე კვარტალურად და ერთჯერადად.
D1 ავტოდაზღვევის შეძენა ყველაზე მეგობრულ ბი ბოტთანაც შეგიძლიათ, ამისათვის საკმარისია დაეკონტაქტოთ მას ფეისბუქის მესინჯერში და მიჰყვეთ ინსტრუქციებს. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ მშვიდად განაგრძოთ მანქანით მოძრაობა. როცა ყველაზე მთავარი რისკი - ავარია დაზღვეული გაქვთ, ავტომობილის მართვა ორმაგად სასიამოვნოა.
R
მასალის გამოყენების პირობები