“ჯიპიაი ჰოლდინგი” ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს - კომპანია მართვისა და მუშაობის სტილს სრულად ცვლის და ბაზარზე ოპერირების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:42, 07 Jul, 2020     810

“ჯიპიაი ჰოლდინგის” ტრანსფორმაციის სტრატეგია:

წინ, ახალი რეალობისკენ!

მართვის ახალი ეკოსისტემა - ადამიანების განვითარებაზე და მომსახურების გაუმჯობესებაზე ორიენტაცია

დისტანციური და ოფისში მუშაობის ჰიბრიდული მოდელი

სწრაფი ზრდის დინამიკა: მუდმივ განვითარებაზე ფოკუსირება

თბილისი, საქართველო, 29 ივნისი, 2020 წ.: “ჯიპიაი ჰოლდინგი” ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანება და გრძელ ვადაში კომპანიის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს. ტრანსფორმაციის პროცესი უკვე დაწყებულია. კომპანია მართვისა და მუშაობის სტილს სრულად შეცვლის და ბაზარზე ოპერირების ახალ სტანდარტებს დაამკვიდრებს.

სტრატეგიული ცვლილებების ხედვა მოიცავს საოპერაციო და მომსახურების სისტემების კომპლექსურ გარდაქმნას, მენეჯმენტში ახალი მიდგომების დამკვიდრებას, ე.წ. ჰიბრიდულ მოდელზე გადასვლის კვალდაკვალ. ჰიბრიდული მოდელი გულისხმობს დისტანციურად და ოფისში გატარებული საათების კომბინაციას თანამშრომლებისთვის მეტი ავტონომიისა და მოქნილობის მისანიჭებლად.

პაატა ლომაძე, “ჯიპიაი ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი: “განვითარება და პროგრესი, ყოველთვის იყო და არის ჩვენი კომპანიის მამოძრავებელი ძალა, პანდემიამ კი დგვანახა, რომ ცვლილებებისთვის სრულყოფილად ვართ მზად. ჩვენ უკვე გრაკვეული ხანია, ვგეგმავდით ჩვენს მიერ განვითრებული ტექნოლოგიური სისტემების გამოყენებას იმისთვის, რომ უფრო მოქნილი და ეფექტური საქმიანობის მოდელი შეგვექმნა და გასული რამდენიმე თვის გამოცდილება ერთგვარი კატალიზატორი აღმოჩნდა, რომ ცვლილებები უფრო სწრაფად და თამამად დავნერგოთ. გვინდა, გამოვიყენოთ ის დადებითი გამოცდილება, რაც მივიღეთ და გავითვალისწინოთ გამოწვევები, რომელიც, ცხადია, ახლავს თან მსგავს მასშტაბურ ტრანსფორმაციას. მთავარი მიზანი არის, ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ ჩვენი კომპანიის განვითარება და უფრო სტაბილური, თანამედროვე და სწრაფ ზრდაზე ორიენტირებული სისტემები შევქმნათ, სადაც ამოსავალი წერტილი იქნება ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა და განვითარება და მომხმარებლებისთვის გაუმჯობესებული სერვისის მიწოდება. თამამი გადაწყვეტილებაა, თუმცა ჩვენ არასდროს გვივლია გატკეპნილი გზით და ჩვენ მიერ დანერგილი ინოვაციები სადაზღვევო ბაზრის განვითარების საწინდარიც არაერთხელ გამხდარა და ახლაც, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს გუნდთან ერთად, მყარ საფუძველს შექმნით გრძელვადიანი სტაბილური ზრდისთვის.“

კომპანიაში აცხადებენ, რომ ცვლილებები ჯიპიაის სწრაფ ზრდას და განვითარებას შეუწყობს ხელს. თანამშრომლებს კი საშუალებას მისცემს თავისუფალი და მოქნილი გრაფიკით იმუშაონ მათთვის სასურველი ნებისმიერი ადგილიდან. ტრანსფორმაციის პროცესში კომპანია გეგმავს კიდევ უფრო გააძლიეროს და დახვეწოს ციფრული არხები და საკომუნიკაციო სისტემები, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე გარეთ.

ნინო ხაჭაპურიძე, “ჯიპიაი ჰოლდინგის” ადამიანური რესურსის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: “ უკვე სამი თვეა, ჩვენი ყველა თანამშრომელი სახლიდან შეუფერხებლად მუშაობს. ჯიპიაიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ მძლავრი ინტელექტუალური და ტექნიკური რესურსი აქვს. გვიხარია, რომ ეს არ იქნება დროებითი მოვლენა და ახალ რეალობაში ჩვენს თანამშრომლებს ექნებათ შესაძლებლობა იმუშაონ ნებისმიერი ადგილიდან. ეს მიდგომა დაგვეხმარება სწრაფად გავიზარდოთ და სამომავლოდ გუნდის ახალი წევრები საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან ავარჩიოთ. უკვე აქტიურად ვმუშაობთ მართვის ისეთ მოდელზე, სადაც თანამშრომელს მეტი თავისუფლება აქვს, სადაც ის მოქნილია სამუშაო დროის განაწილებაში და სრულად შედეგზეა ორიენტირებული, მენეჯმენტი კი მთელს ძალისხმევას და რესურსს თანამშრომლების განვითარებას და მართვის სისტემების დახვეწას უთმობს.“

კომპანიის გარდაქმნის გადაწყვეტილება ჯიპიაის მენეჯმენტმა პანდემიის დროს მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღო. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე, კომპანიის 750 თანამშომელი სახლიდან მუშაობს. გამართული ციფრული პლატფორმების საშუალებით კი კომპანიამ 300 000-ზე მეტი ოპერაცია დისტანციურად განახორციელა. კომპანიაში აცხადებენ, რომ დეკემბრიდან ჯიპიაის ყველა თანამშრომელი ახალ რეალობაში, ბევრად უფრო თანამედროვე, ძლიერ და სტაბილურ კომპანიაში იმუშავებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42