საქართველოს ბანკი ხუთ ევროპულ საფინანსო ინსტიტუტთან ერთად ქალთა გაძლიერების ხელშეწყობაზე აცხადებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:26, 06 Jul, 2020     974

6 ივლისი, 2020- საქართველოს ბანკმა ხუთ ევროპულ საფინანსო ინსტიტუტთან ერთად (DEG, Finfund, FMO, SIFEM და Swedfund) 2X Challenge ინიციატივის მხარდაჭერაზე განაცხადა. ინიციატივა ქალი მეწარმეებისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის ზრდას, მათი ბიზნესის მხარდაჭერას და განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

2X Challenge ინიციატივის შეერთებით საქართველოს ბანკმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა მისი მიზნები, რაც ქალებისთვის ხარისხიან დასაქმებასა და ეკონომიკურ პროცესებში აქტიურად ჩართულობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ბანკში დასაქმებულთა 40%-ზე მეტი ქალია და საქართველოს ბანკს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქალთა როლის და წინსვლის გაძლიერების მიმართულებით. ეს გამოიხატება ისეთ საკითხებშიც, როგორიცაა დეკრეტულ შევებულებასთან დაკავშირებული კომპენსაცია, პრემია ქორწინებისას და დამატებითი ანაზღაურებადი გამოსასვლელი დღეები.

”ჩვენ, საქართველოს ბანკში ვცდილობთ ხელი შევუწყოთ გენდერულ თანასწორობასა და მრავალფეროვნებას, წავახალისოთ კულტურა, რომელიც აქტიურად აფასებს განსხვავებებს და აღიარებს, რომ სხვადასხვა გამოცდილებისა და ცოდნის მქონე ადამიანებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ სამუშაო პროცესსა და გარემოში. მოხარული ვარ, რომ 2X Challenge-მა აღიარა ბანკის წარმატებული პრაქტიკა ქალთა როლის გაძლიერების, ბანკის პოლიტიკისა და მის მიერ განხორციელებული პროგრამების მიმართ, რომელიც ქალთა დასაქმების, განვითარების და წინსვლის ბარიერების აღმოსაფხვრისაკენ არის მიმართული“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

2X Challenge-ის შექმნა 2018 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გენდერული უთანასწორობის გლობალურ ანგარიშს მოყვა. მასში აღნიშნული იყო რომ გენდერული დისბალანსის წინააღმდეგ, არსებული ტემპებით ბრძოლის შემთხვევაში, საჭიროა 202 წელი, რათა ეკონომიკურ პროცესებსა და თანაბარ გენდერულ შესაძლებლობებში განსხვავება დაიძლიოს.

ინიციატივამ G7-ის ქვეყნებსა და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს მოუწოდა ძალების გაერთიანებისკენ, რათა 3 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზება მომხდარიყო, რაც განვითარებად ქვეყნებში ქალებისთვის ლიდერობის შესაძლებლობებისკენ წვდომას, ხარისხიან დასაქმებას, დაფინანსების მოპოვებას, ქალი მეწარმეების ეკონომიკურ პროცესებში ჩართულობასა და მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

საფინანსო ინსიტუტების, როგორიცაა DEG, Finfund, FMO, SIFEM და Swedfund-ის გაერთიანებული ძალისხმევა არის მაგალითი იმისა თუ როგორ შეუძლიათ საფინანსო ინსტიტუტებს მხარი დაუჭირონ გენდერულ თანასწორობას. მიმდინარე მდგომარეობით, FMO-ს მიერ განხორციელებული 13 ინვესტიცია უკვე აკმაყოფილებლს 2X Challenge-ის კრიტერიუმებს, რის შედეგადაც 270 მლნ აშშ დოლარი მიმართულია ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ.


R




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42