საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ ხაშმში ღვინის ქარხანა აშენდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:44, 06 Jul, 2020     1026

6 ივლისი, 2020 - საქართველოს ბანკი ღვინის სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით, კომპანიის დამფუძნებლების მონაწილეობით სოფელ ხაშმში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ღვინის ქარხანა აშენდა. კომპანია უკვე აწარმოებს ცხრა დასახელების ღვინოს. ესენია: ხაშმის საფერავი, რქაწითელი ქვევრი, მუკუზანი, რქაწითელი, საფერავი, ქინძმარაული, მწვანე ქვევრი, საფერავი ქვევრი, რქაწითელი-მწვანე ქვევრი. ღვინის წარმოების გარდა ბანკის მხარდაჭერით კომპანიამ ასევე ააშენა 5 ნომრიანი სასტუმრო და 150 კაცზე გათვლილი ღვინის ვერანდა. კომპლექსი ჯამში 5,000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. პროექტი 2019 წელს დაიწყო და 1 წელიწადში დასრულდა. დღეს უკვე კომპანია აქტიურად ახდენს ღვინის რეალიზაციას და სასტუმროც მზად არის სტუმრების დასახვედრად. ბანკის მხრიდან პროექტის ფინანსურმა მხარდაჭერამ 2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. კომპანიაში ამ ეტაპზე დასაქმებულია 30 ადამიანამდე.

„ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენი წვლილი მიგვიძღვის ქართულ სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებზე დაფუძნებულ თანამედროვე კონცეპტუალურ სივრცის შექმნაში. მეღვინეობა "მტევინო" ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომლის მარანიც საგარეჯოს რაიონის, სოფელ ხაშმში, თბილისიდან 40 კმ-ში მდებარეობს. "მტევინო" საუკეთესო ადგილია ღვინისა და ვაზის ტრადიციების გასაცნობად. მოხარული ვართ რომ ამ დროის მანძილზე კომპანიამ უკვე მოიპოვა მომხმარებლის მაღალი ნდობა, რადგან კომპანია უმაღლესი სტანდარტების დაცვით ქმნის ღვინოს ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრისთვის“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

აღსანიშნავია რომ ღვინის გარდა სასტუმრო „მტევინო“ დამსვენებელს მყუდრო და სასიამოვნო გარემოს სთავაზობს. ოთახებიდან იშლება ულამაზესი ხედები. კომპანია მომხმარებლებს ასევე სთავაზობს ღვინის ტურს, კულინარიულ მასტერკლასს, ღვინის ულამაზეს ვერანდას და ღია კაფეს.


R





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42