მერაბ ჯანგველაძე შაქრო კალაშოვის წინააღმდეგ - ანტალიაში ე.წ. კანონიერი ქურდების "სოხუმური კლანი" შეიკრიბა
კრიმინალი - 18:40, 04 Jul, 2020     5218

პორტალ "Прайм Крайм"-ის ინფორმაციით, 1 ივლისს, ანტალიაში, "კანონიერი ქურდის", მერაბ ჯანგველაძის "სოხუმური კლანის" წევრების შეხვედრა გაიმართა, რომლის შედეგმაც შეიძლება "რუსეთის კრიმინალური სამყაროს ლიდერის" შაქრო კალაშოვის (Шакро Молодой) რეპოტაციაზე უარყოფითად იმოქმედოს.

"ქურდული სამიტის" მთავარი თემა შაქრო მოლოდოის როლი და ქმედება გახდა, რომლის შედეგადაც, უსაფუძვლო ბრალდებების გამო, სოხუმელ "კანონიერ ქურდს" დუკა გუბლიას "ტიტული"7 წლით ჩამოერთვა.

ამ კონფლიქტში მერაბის "ნათლული" გავლენიან აფხაზ ბიზნესმენ ლავან არძინბასთან ნათესაური კავშირების მძევალი აღმოჩნდა, რომელიც 2003 წელს კიდევ უფრო გავლეიან ბესიკ ჯონუასთან დაპირისპირების გამო 2003 წელს მოკლეს.

ბესიკმა, დუკას, როგორც ქურდის განეიტრალების მიზნით, გაავრცელა ჭორი, თითქოს იგი ომში იღებდა მონაწილეობას. ამის დასადასტურებლად ჯონუამ "კანონიერ ქურდებს" მოწმედ წარუდგინა დუკას ორი ყალბი "თანამშრომელი", რომელთაც ეს ჭორი დაადასტურეს.

საბოლოო გარჩევა "გოლდენ პალაში" შაქრო კალაშოვის, ლაშა შუშანაშვილის, ედიკ ასატრიანისმ ვალერი ხაშბას, "ალხაზას" და ბუთხუზის" თაბდასწრებით შედგა. ამ "სხოდკაზე" დუკას თავის დაცვის არანაირი შანსი ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ბესიკს და მის ავტომატიან დაცვას მწარედ შეაგინა, რის გამოც, მათ დუკა სასტიკად სცემეს. შემდეგ, შაქროს კურთხევით, დუკა "ჯემოსა" და "რობინზონის" ხელით "არაქურდად" დატოვეს.

ამ მოვლენებს შემდეგ 2007 წელს სისხლიანი დაპირისპირება მოჰყვა. უცნობმა ქილერმა ჯერ "რობინზონს" გაუხვრიტა ყბა, ხოლო შემდეგ ჯონუა გაუყენა იმქვეყნიურ გზას.

სირცხვილის ჩამორეცხვის შედეგ დუკამ "წოდება" მხოლოდ 2013 წელს დაიბრინა. მას "ქურდობა" ჯერ სოხუმელებმა" აღუდგინეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ, რუსეთში დაბუნებულმა შაქრომ განაცხადა, რომ დუკასთან პრეტენზიები არ აქვს. თუმცა მერაბს და დუკას შაქროს მიმართ ბოღმა მაინც დარჩათ.

ამ თემასთან მობრუნება "სოხუმელებმა" მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც შაქრო მოლოდოიმ ნეგატიური რეაქცია გამოხატა არმან "დიკიმ" გულის თანდასწრებით გურამ ჩიხლაძე (კვეჟოვიჩი) სცემა.

ანტალიის შეკრების მონაწილეებმა დაასკვნეს, რომ არმანი, რომელმაც არ იცოდა, რომ კვეჟოვიჩი "კანონიერი ქურდი" იყო, ნაკლებად დამნაშავეა, ვიდრე ყოფილი სამხედროები, რომლებმაც ქურდების თანდასწრებით სცემეს დუკა, თან მათ მიერვე წამოყენებული ყალბი ბრალდების გამო. ასევე, შეფასდა გულის საქციელი, რომელმაც მომენტალურად აღკვეთა არმან "დიკის" საქციელი, ხოლო შაქრო გუკგრილად უყურებდა დუკას ცემას და თან იღიმოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ანტალიის სხდომის "დღის წესრიგმა" უკმაყოფილება გამოიწვია ჯანგველაძის მომხრეებში, კერძოდ ქუთაისელ ქურდებში, კერძოდ რამაზისა და წიკოში, რომლებიც აშაკარ სიმპატიით არიან განწყობილი ბადრი კუტაისსკის მიმართ, რომელიც შაქროს ციხეში ყოფნის გამო, "რუსეთის მთავარი ქურდის" მოვალეობას ასრულებს. ნათ შეგნებულად დააიგნირეს ანტალიის შეხვედრა, რათა არ მიეღოთ მონაწილეობა ისეთ გადაწყვეტილებებში, რომელიც შაქროს წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული.

ამასთან, ბადრი კუტაისსკის რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედა ინტერნეტში გავრცელებულმა ვიდეომაც, სადაც იგი მოსკოვში, რესტორან "მარანში", ერთი თვის წინ "პირობით ადრე გათავისუფლებულ" ალბერტ "რიჟასთან" ატარებს დროს.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ალბერტმა, დედ ხასანის "ნათლულმა" თავის დროზე "ნადირობა" გამოაცხადა ბადრიზე და თავისი კორუმპირებული კავშირების გამოყენებით 9 წლი საპატიმროში ჩასვა იგი. თანაც იგი გელა ქარდავას "პოლიტოკის" აქტიური მხარდამჭერია, რომელმაც სწორედ იმ დროს ბადრი "არაქურდად" გამოაცხადა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42