"დანით დაჭრეს, მერე თავში რკინა ურტყეს" - დმანისში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
კრიმინალი - 13:04, 04 Jul, 2020     1638
დმანისში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - 19 წლის ბიჭს, თავში მძიმე საგანი ჩაარტყეს და ცივი იარაღით ჭრილობები მუცლის არეში მიაყენეს.


არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას, მეზობელი სოფლის 5 კაციანი დაჯგუფება დაუპირისპირებდა.

ბრალდებულის მამა, მომხდარზე სინანულს გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს ბოდიშს უხდის.

"სამწუხაროდ ეს უბედური შემთხვევა ნამდვილად ჩვენს თავს დატრიალდა. ნამდვილად არ გვინდოდა ასე მომხდარიყო. როგორც ვიცი, ჩემი შვილი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს დაპირისპირება სავარაუდოდ ჩვენი ნათესავი გოგოს გამო მოხდა...განადგურებული ვარ...გარდაცვლილის ოჯახს ბოდიშს ვუხდი" - ამბობს დაკავებულს მამა

ადგილობრივების ვარაუდით, ბრალდებულის ბიძაშვილის გარდაცვლილი ბიჭი ემესიჯებოდა და სწორედ ეს გახდა დაპირისპირების მიზეზი.

მოკლული ბიჭის ოჯახი ჩხუბში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვს. მოკლულის ახლობლები ამბობენ, რომ 19 წლის ახალგაზრდას რამდენიმე ადამიანი სასტიკად გაუსწორდა .

"ჩემი შვილი უდანაშაულოდ მოკლეს. ამ საქმეში მხოლოდ ერთი პირი არ მონაწილეობდა. ორი მანქანით ბიჭებმა სოფლის გასასვლელში ჯერ იქეიფეს, მერე ჩემი შვილი დაიბარეს. უბედურებაც აქ მოხდა. დანით დაჭრეს, მერე თავში რკინა ურტყეს" - ამბობს მოკლულის მამა.

დმანისში მომხდარ მკვლელობაზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის, 108-ე მუხლით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42