საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მცხეთაში „ღვინის მუზეუმი“ გაიხსნება
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:14, 02 Jul, 2020     922

2 ივლისი, 2020- საქართველოს ბანკი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბიზნესის წახალისების მიზნით, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მცხეთაში „ღვინის მუზეუმი“ გაიხსნება. პროექტს შპს სამეფო მარანი ახორციელებს. კომპანია გეგმავს კომპლექსის აშენებას, რაც მოიცავს 42 ნომრიან პრემიუმ სეგმენტის სასტუმროს, 500 კაციან რესტორანსა და ღვინის ქარხანას. კომპლექში შედის 3ჰა ფართობზე გაშენებული ვენახი.

პროექტის დასრულება 2021 წლის ბოლოს - 2022 წლის დასაწყისში იგეგმება. ამ ეტაპზე კომპანიას დასაქმებული ჰყავს 30 ადამიანი, თუმცა კომპლექსის გახსნის შემდგომ ეს რიცხვი 100-მდე გაიზრდება.

პროექტის ჯამური მოცულობა 17 მლნ ლარს შეადგენს. ბანკის ინვესტიცია კი 7.4 მლნ ლარია.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი თანამონაწილეობით ძალიან საინტერესო კომპლექსის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. პროექტი მიმზიდველია იმით, რომ ის სტუმრებს შესთავაზებს ღვინის მუზეუმს, სასტუმროს, რესტორანს. ტურისტები შეძლებენ მიირთვან კომპანიის ქარხანაში წარმოებული უგემრიელესი ღვინო. სასიამოვნოდ გაატარონ დრო ოჯახის წევრებთან თუ მეგობრებთან ერთად. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს პარტნიორს. ჩვენ გვჯერა, რომ კომპლექსი გახსნისთანავე მოიპოვებს პოპულარობას და პროექტი იქნება ეკონომიკურად გამართული და მდგრადი“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.


R





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42