საქართველომ ინვესტორებს დაკისრებული ჯარიმები, 2 მილიონ 800 ათასი ლარი აპატია
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:02, 14 Nov, 2013     4232

აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მიიღო. 

როგორც დღეს კომისიის თავმჯდომარემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის ინვესტორებისთვის სრულად ნაპატიები თანხის ოდენობა 2 მილიონ 800 ათას ლარს შეადგენს.

ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობის სხდომაზე საკითხი გავა 4 მილიონ 600 ათასი ლარის პატიებასთან დაკავშირებით. დიმიტრი ქუმსიშვილი იმედოვნებს, რომ მთავრობა ამ საკითხს მხარს დაუჭერს.

"ასევე არიან კომპანიები, რომლებსაც პირობით ვაპატიეთ ჯარიმები, რათა მათ განაახლონ საქმიანობა. აქ საუბარია ძალიან ბევრ მილიონზე. პირობით ნაპატიებია 10 მილიონ ლარზე მეტი, რაც ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, ინვესტორებმა განაახლონ საქმიანობა და მივაღწიოთ ახალ შეთანხმებებს", - აღნიშნა ქუმსიშვილმა.

მისივე განმარტებით, ეს ყველაფერი ინვესტიციების წახალისების მიზნით კეთდება.

სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისია ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით საქართველოს მთავრობის 28 მარტის დადგენილებით შეიქმნა. კომისიის შემადგენლობაში შედიან ეკონომიკის, ფინანსთა, ინფრასტრუქტურის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. კომისიის სხდომებზე ხმის უფლებით იმ სამინისტროებსაც იწვევენ, რომლებსაც განსახილველი საკითხი უშუალოდ ეხებათ. კომისია მხოლოდ იმ საქმეებს განიხილავს, სადაც საპატიებელია სულ მცირე, 100 ათასი ლარის ოდენობის პირგასამტეხლო, ხოლო საინვესტიციო ვალდებულების შესრულების პერიოდის გადავადება ერთი წლით მოითხოვება. კომისიის წევრები რეგულარულად, თვეში ერთხელ იკრიბებიან. კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისთვის განხილულია 50-ზე მეტი კომპანიის საქმე, თუმცა პროცესი გრძელდება.მისივე განმარტებით, ეს ყველაფერი ინვესტორების წახალისების მიზნით კეთდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42