გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალება - საქმის კიდევ ერთმა მთავარმა მოწმემ ჩვენებები შეცვალა
სამართალი - 21:46, 30 Jun, 2020     1581

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე და კიდევ ერთი მთავარი მოწმის შეცვლილი ჩვენებები - 19 წლის ბიჭმა, რომელიც საქმეში დაზარალებულის სტატუსით ფიგურირებს , ჩვეებები შეცვალა. იგი გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარებიდან მეორე დღეს დეტალურად აღწერდა ხიდის ეპიზოდს და აცხადებდა, რომ მკაფიოდ დაინახა თავდამსხმელებიდან ერთ-ერთი, რომლის ამოცნობაც შეეძლო.

მომდევნო ჩვენებაში კი ვახტანგ ახვლედიანმა არაგვის ხიდთან განვითარებულ მოვლენებს სულ სხვანაირად აღწერა. მეორე გამოკითხვის დროს მას აღარაფერი უთქვამს თავდამსხმელების შესახებ. ახვლედიანის, ისევე როგორც საქმის სხვა ფიგურანტების ჩვენებები მას შემდეგ შეიცვალა, რაც გიორგი შაქარაშვილი დაღუპული იპოვეს.

ბურუსით მოცული საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის პირველი ჩვენება 19 ივნისითაა დათარიღებული. ვახტანგ ახვლედიანი ადვოკატის გარეშე დაკითხეს და ყველაზე საინტერესოც სწორედ პირველ დღეს, სამართალდამცველებისთვის მიწოდებული ინფორმაციაა. ახვლედიანი იმ 6 პირიდან ერთ-ერთია, რომლებიც მცხეთიდან თბილისის მიმართულებით ფეხით მიდიოდნენ და საქმეში მას დაზარალებულის სტატუსიც აქვს. ის ხიდის ინციდენტის ერთ-ერთი მთავარი მოწმეაცაა.

მცხეთიდან თბილისის მიმართულებით მიმავალი ახალგაზრდების წინ "მერსედესის" მარკის ვერცხლისფერი ავტომობილი გაჩერდა. გადმოვიდა დაახლოებით 5 პირი და მათთან ახლოს მყოფ გიორგი ქათამაძესა და კონსტანტინე ღიბრაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამის შესახებ ვახტანგ ახვლედიანი ჩვენებაში ყვება:

"ერთ-ერთი გამოიქცა ჩემკენ და უკან გამოყვნენ დანარჩენებიც და როგორც კი მოვიდნენ ჩემთან, იმ პირველმა დამარტყა ხელი სახეში. ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც მე მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, იყო ოდნავ გრძელი მუქი ფერის თმით, საშუალო სიმაღლის და საშუალო აღნაგობის, რომლის ამოცნობაც შემიძლია" - ამბობდა ახვლედიანი.

მოწმემ პირველ დღეს პოლიციელებს უთხრა, რომ მოძალადე პირებიდან ერთის ამოცნობა შეეძლო, თუმცა ამოცნობის პროცედურაში ახვლედიანის მონაწილეობა სამართალდამცველებმა, როგორც ჩანს, საჭიროდ არ ჩათვალეს. რამდენიმე დღეში, 23 ივნისს, ის მეორედ, უკვე ადვოკატის თანდასწრებით გამოკითხეს, თუმცა ამ შემთვევაში ახვლედიანი აღნიშნული ეპიზოდის სრულიად განსხვავებულ ვერსიას ყვება.

"მე შემეშინდა და გადავწყვიტე გაქცევა. მომენტალურად მოვტრიალდი მარჯვნივ, თუმცა მოტრიალების მომენტში სახეში ვიღაცამ ძლიერად ჩამარტყა, რა დროსაც ვიგრძენი ფიზიკური ტკივილი. მე კარგად ვერ დავინახე, თუ ვინ ჩამარტყა" - ამბობს ახვლედიანი.

რატომ შეცველა ასე რადიკალურად პოზიცია ვახტანგ ახვლედიანმა და ვინმემ ხომ არ აიძულა მას მოძალადეზე ხელის დაფარება ? ვახტანგ ახვლედიანის ადვოკატი, მზია ქასრაშვილი აცხადებს, რომ საერთოდ არ იცოდა, რომ 10-ტომიან საქმეში ახვლედიანის 2 ჩვენება დევს. მას შემდეგ რაც ადვოკატი ახვლედიანის მეორე ჩვენებას გაეცნო, თქვა, რომ უზუსტობები, სავარუდოდ, ემოციური ფონის გამო შეიძლება იყოს.

უერთიერთგამომრიცხავი ფაქტები ახვლედიანის ჩვენებებში ამით არ სრულდება. გადავიდეთ შემდეგ, "ქამრის" ეპიზოდზე. 19 ივნისს, სანამ ფეხბურთელს გარდაცვლილის იპოვიდნენ, მოწმე სამართალდამცველებს ეუბნება:

დაგვეწია ავტომანქანა, გაჩერდა ჩვენთან და როგორც კი გაიღო ავტომობილის კარი და იქ მჯდომმა პირებმა დააპირეს გადმოსვლა, ჩვენ ყველა ერთად მოვტრიალდით უკან და გავიქეცით ქალაქ მცხეთის მიმართულებით. ისინი, ვინც ავტომანქანიდან გადმოვიდნენ, მოგვსდევდნენ უკან და გვეძახდნენ: გაჩერდით სად გარბიხართ და თან გვაგინებდნენ. ჩვენ ყველამ ერთად ხიდზე გადავკვეთეთ გზა, გადავედით საავტომობილო გზის მეორე მხარეს და გავრბოდით. მე ხიდზე როგორც კი გადავედი, იქვე ჩავუხვიე დაბლა და როგორც კი ჩავუხვიე, ეგრევე ვნახე იქვე არსებული ბუჩქები და ჯაგები და გავიქეცი იქითკენ და დავიმალე აღნიშნულ ბუჩქებში. მე სანამ ჩავუხვევდი ბუჩქებისკენ, დავინახე,რომ ჩემს წინ მირბოდა გიორგი შაქარაშვილი და მე რომ ჩავუხვიე ბუჩქებისკენ, ისინი, ვინც მოგვსდევდნენ, გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს. მე ჩუმად ვიჯექი ბუჩქებში და ვიმალებოდი, რა დროსაც საავტომობილო გზის მხრიდან დაახლოებით 10 წუთი მესმოდა ძახილის ხმა "სად გაიქეცით,გამოდითო" და თანაც გვაგინებდნენ. 10 წუთის შემდეგ შეწყდა ძახილის ხმა, თუმცა მე მაინც არ გამოვსულვარ ბუჩქებიდან,სადაც ვიმალებოდი. დაახლოებით 35-40 წუთის განმავლობაში.

ამ ჩვენებაში მნიშვნელოვანია ერთი დეტალი - ახვლედიანი ამბობს, რომ ბუჩქებში დამალვამდე დაინახა, როგორ მირბოდა შაქარშვილი და როგორ გაეკიდნენ მას უცნობი პირები. 23 ივნისს მიცემულ ჩვენებაში კი საერთოდ არ ამბობს, მისდევდა თუ არა ვინმე გიორგი შაქარაშვილს. საინტერესოა ისიც, რომ მეორე დაკითხვის დროს, სამართალდამცველებს რადიკალურად განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა დროის შესახებ.

"გიორგი შაქარაშვილი ბოლოს დავინახე ხიდზე გადმოხვევის მომენტში. იგი ისევ გზაზე გარბოდა, ხიდთან მე გიორგიმდე გადმოვუხვიე მარჯვენა მხარეს. ამის შემდეგ მე არც გიორგი შაქარაშვილი და არც გურამი აღარ მინახავს. დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში მესმოდა ფეხის ხმა. ისინი ყვიროდნენ "სად ხართ,გამოდით" და ა.შ. მე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ვიმალებოდი ბუჩქებში და ხმას არ ვიღებდი" - ამბობს ვახტანგ ახვლედიანი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42