ურანსა და ნეპტუნზე ალმასის წვიმა მოდის - მეცნიერები
ეს საინტერესოა - 16:38, 04 Jul, 2020     1361

მეცნიერებს დიდი ხანია ეჭვი აქვთ, რომ ურანსა და ნეპტუნზე ალმაზის წვიმა მოდის. ახლა ეს ჰიპოთეზა უკვე ცდის მეშვეობით არის დადასტურებული. ეს ცდები სტენფორდის უნივერსიტეტთან არსებული ამერიკის ნაციონალური ამაჩქარებლების ლაბორატორიის SLAC-ის მეცნიერებმა ჩაატარეს. ისინი შეეცადნენ დედამიწაზე შეექმნათ ისეთივე პირობები, როგორიც პლანეტა ურანის სიღრმეებშია.

როგორც მოგეხსენებათ ეს ორივე პლანეტა ე.წ. ყინულის გიგანტებს წარმოადგენენ, თუმცა, რეალურად, ნივთიერება, რომლისგანაც ისინი შედგება, თხევად-გაზირებრ მდგომარეობაშია, რომლის ტემოერატურაც ათასობით გრაუსს აღწევს, მათი ატმოსგერო ჰელიუმისა და წყალბადისაგან შედგება, თუუმცა სიღრმეში არსებობენ უფრო მძიმე ელენემტები და ნივთიერებები, მათ შორის მეთანიც.

ჰიპოთეზის თანახმად, 7 ათასი კილომეტრის სიღრმეზე მეთანი მაღალი ტემპერატურისა და წნევის გავლენით ნახშირბადად და წყალბადად იშლება. უფრო მსუბუქი წყალბადი ატმოსგეროს უერთდება, ხოლო მძიმე ნახშირბადი გარემოს ზეგავლენით ალმასის კრისტალებად გარდაიქმნება და ნელ-ნელა ყინულოვინი ბირთვისკენ ეშვება. სწორედ ამას უწოდებენ "ალმასის წვიმას".

SLAC-ის მეცნიერებმა ეს პროცესი დედამიწაზე გაიმეორეს, უნიკალური ლაბორატორიული აპარატურის მეშვეობით. მათ მეთანის (CH4) ნაცვლად სტიროლი (C8H8) გამოიყენეს, რადგან მისი ფიზიკური თვისებები უფრო შეესაბამება ნივთიერებას, როლმელიც ზემაღალ წნევასა და ტემპერატურაზე მეთანად გადაიქცევა.

მზიდან ყველაზე შორს მდებარე ამ ორი პლანეტის შესახებ არცთუისე ბევრი რამ იციან. ისინი იმდენად შორს არიან ჩვენგან, რომ მათ მხოლოდ კოსმოსურმა აპარატმა "ვოიაჯერ 2"-მა ჩაურა, მაგრამ არ შეუსწავლია, რადგან ეს მის ამოცანებში არ შედიოდა.

SLAC-ის მეცნიერების ამ ცდებმა კიდევ ერთი ჰიპოთეზა დაადასტურეს. საქმე იმაშია, რომ ნეპტუნი ასხივებს 2,6-ჯერ მეტ ენერგიას, ვიდრე ის მზისგან იღებს. როგორც ჩანს, მის ბირთვზე მართლაც დიდი რაოდენობის ალმასები ეცემა, რომელთა გრავიტაციული ენერგია სითბურში გადაიზრდება სხვა ნივთიერებეთან ხახუნის მეშვეობით, რის გამოც დება პლანეტის "გახურება".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42