ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვები, რომლებთანაც მამები ადრეულ ასაკში ხშირად ურთიერთობენ, უფრო მარტივად აკონტროლებენ თავიან ქცევებსა და ემოციებს, რასაც ძალზე დადებითი გავლენა აქვთ მათი ფსიქოლოგიური ჩამოყალიბებისათვის სკოლის ასაკის პერიოდში.
კვლევა ჩატარდა კემბრიჯის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ხელმძღვანელი პირების მიერ, რომლებიც აკვირდებოდნენ მამების მიერ 3 წლის ასაკამდე და შემდეგ შვილებთან გატარებულ დროს. დადგინდა, რომ ადამიანის ზრდა-განვითარების, სტაბილური ემოციური ფონის ჩამოყალიბებისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს მამებთან „თამაში“ და ხშირი დროის გატარება მცირეწლოვანთა განვითარების საწყის ეტაპებზე.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მამები შვილებთან უფრო მეტ ფიზიკურ თამაშებში არიან ჩართულნი გართობის დროს, რომელთაგან მნიშვნელოვანია ღიტინი, "გამოდევნება" და ბავშვის მხრებზე შესმა. მკვლევარები აცხადებენ, რომ ასეთი ხშირი ფიზიკური აქტივობები ბავშვებს ეხმარება, ისწავლონ თავიანთი გრძნობების კონტროლი.

აღნიშნული დასკვნა 78 კვლევის საფუძველზე დადასტურდა, რომელიც ევროპასა და აშშ-ში 1977-2017 წლებში ჩატარდა და დაადგინა თანმიმდევრული ურთიერთკავშირი მამა-შვილის თამაშისა და ბავშვის უნარების განვითარებაზე გრძნობებისა და ემოციების გაკონტროლების მხრივ.
იმ ბავშვებს, რომლებსაც მამებთან თამაშისა და ხშირი ურთიერთობის გამოცდილება აქვთ, უმრავლეს შემთხვევაში არ აქვთ ქცევითი და ემოციური პრობლემები, მათ მარტივად შეუძლიათ აგრესიის კონტროლი, აგრეთვე ნაკლებად სავარაუდოა, რომ თანატოლებთან შეუთანხმებლობის გამო კონფლიქტის მაპროვოცირებლები გახდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






