ნათია თურნავა - რეგულარული ფრენების თუნდაც მესამედი რომ დაგვეშვა, კვირაში 200 რეისი შესრულდებოდა, რაც ეპიდემიოლოგიური კატასტროფა იქნებოდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:13, 30 Jun, 2020     1009

„ჩვენ მივიღეთ რეგულარული ფრენების დროებით აკრძალვის გახანგრძლივების გადაწყვეტილება, თუმცა იმ პირობებში, როდესაც ძალიან ინტენსიური ჩარტერული ფრენები გვაქვს შენარჩუნებული," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტთან შეკითხვებს უპასუხა.

„აგიხსნით, რას ნიშნავდა რეგულარული ფრენების დაშვება. შარშან ჩვენ ამ დროს გვქონდა კვირაში 600 რეგულარული ფრენა 80-ზე მეტი მიმართულებით. ჩვენ რომ დაგვეშვა რეგულარული ფრენების თუნდაც მესამედი, გამოდიოდა, რომ შესრულდებოდა კვირაში 200 ფრენა, რაც, რა თქმა უნდა, იქნებოდა ეპიდემიოლოგიური კატასტროფა და ჩვენი მხრიდან სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რასაც ვერ დავუშვებდით. ჩვენ ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოს არც მანამდე ვიყავით მოწყვეტილები და ჩარტერული რეისების მეშვეობით კომუნიკაციას ვახორციელებდით. ჩვენ დღეს გაცილებით მეტი ვიცით, თუ როგორ გავატაროთ პრევენციული ზომები. დღეიდან 6 ივლისის ჩათვლით საერთაშორისო ჩარტერული ფრენა ყოველდღე შესრულდება. ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სიის გამოქვეყნების შემდეგ, რომელშიც, იმედია, საქართველოც იქნება, განვაგრძობთ მუშაობას ამ მიმართულებით," - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, უცვლელი რჩება პრიორიტეტი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას ითვალისწინებს. „ამიტომაც გვაქვს უდიდესი იმედი, რომ აღმოვჩნდებით ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სიაში - სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას, მათ შორის, საზღვრების უსაფრთხო კონტროლის და მონიტორინგის გზით," - განაცხადა ნათია თურნავამ.

„შარშან კვირაში 600 ფრენა გვქონდა. ეს ძალიან კარგი იყო და ტურიზმიც ვითარდებოდა. წელს ამის დაშვება აბსოლუტურად არაადეკვატური გადაწყვეტილება იქნება. ჩვენთან ჩარტერები ისეთი რეგულარობით განხორციელდება, რომ იქნება ძალიან კომფორტული როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე სტუმრებისთვის ევროკავშირიდან," - განაცხადა მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42