ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე და "ოქროს მოწმის" შეცვლილი ჩვენება - სპორტსმენები შესაძლოა გაათავისუფლონ?
სამართალი - 11:25, 30 Jun, 2020     2438
19 წლის გარდაცვლილი ფეხბუერთელის საქმის "ოქროს მოწმემ", გიორგი შაქარაშვილის მეგობარმა, გური ამირხანაშვილმა თავდაპირველი ჩვენება შეცვალა.

ის პირველ ჩვენებაში წერდა, რომ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ხოლო მეორე ჩვენებაში ეს ნაწილი არ იძებნებნა.

"აღნიშნულმა ​პიროვნებებმა მე არ გამიჩერეს მანქანა. და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ქ. თბილისის მიმართულებით და ჩამომსვეს ქ. თბილისში, დიდუბის ავტოსადგომის მიმდებარედ "ლიდერბეთსა" და "ლუკოილის" ბენზინგასამართ მიმდებადედ"- წერდა ამირხანაშვილი თავდაპირველ ჩვენებაში.

აღსანიშნავია, რომ დაკავებული სპორტსმენების ნაწილს ბრალი სწორედ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აქვთ წარდგენილი. მათ წინააღმდეგ ჩვენება სწორედ ამირხანაშვილმა მისცა.

შეცვლილი ჩვენების შემდეგ, დაკავებულთა ადვოკატები ამბობენ, რომ გური ამირხანაშვილის ჩვენება დაუშვებელი ჩვენებაა.

"რაც შეეხება თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ჩათვალეთ, რომ ეს საქმე ჩამონგრეულია"- ამბობს ადვოკატი გიორგი გელხაური.

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძეც აღნიშნავს, რომ ამირხანაშვილი ჩვენებაში "ძალადობას არ ადასტურებს".

"თუ ოთხივე ჩვენებას შევადარებთ, იგი ცალსახად ადასტურებს, რომ არანაირ იძულებას ადგილი არ ჰქონია"- აცხადებს ადვოკატი.

ვინ არიან 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ქართველი სპორტსმენები

ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი, რომელიც ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონია.

მორაგბეები: არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე და ნიკა ჟვანია.

19 წლის ფეხბურთელი, ირაკლი წაქაძე.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, ერთერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. 4–დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მყვინთავებმა მის ცხედარს მდინარე არაგვში მიაგნეს. ცხედარს დაზიანებები აღენიშნება.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42