მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17 პირს პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მხარე ყველა პირისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი დაკავებულების უდანაშაულობაზე საუბრობდა.
მოსამართლემ პროკურატურის მხარის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.
სასამართლოს განაჩენის შემდეგ პროკურორი პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე იყო საფრთე მტკიცებულებების განადგურების ან ქვეყნიდან გაქცევის, ამიტომ აუცილებელი იყო 17-ვე პირის პატიმრობაში დატოვება.
„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები პატიმრობის დასაბუთებასთან დაკავშირებით, ასევე აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც დააკმაყოფილა შუამდგომლობა და ჩვიდმეტივე პირის მიმართ გამოიყენა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა.
რაც შეეხება აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების საფუძვლებს, დანაშაულის სიმძიმიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე არსებობდა საფუძვლები, ბრალდებულების პიროვნებების, მათი მოქმედებების და სხვა უამრავი გარემოების გათვალისწინებით, რაც საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ სასამართლოს აღმკვეთი ღონისძების სახით გამოეყენებინა პატიმრობა.
საფრთხეები არსებობდა როგორც მიმალვის, ასევე, ახალი დანაშუალის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების, ეს არაა უბრალოდ სიტყვები, ეს გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.
რაც შეეხება თანამშრომლობას, ეს არ არის სრულყოფილი თანამშრომლობა, რასაც ბრალდებულები გამოძიების ეტაპზე აკეთებდნენ, არ არის სრულყოფილი ინფორმაცია მოწოდებული გამოძიებისთვის. ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც მათ ჩვენებებში არ არის.
რაც შეეხება მტკიცებულებებს, საქმეზე გამოკითხულია უამრავი მოწმე, დაახლოებით 60 ადამიანი. ჩატარებულია 750-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება და ასევე, ამოღებულია ვიდეო-მასალა, რომელიც ასახავს როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევის ადგილს“,- განაცხადა პროკურორმა.
მასალის გამოყენების პირობები






