აჯანი ფრნგული კინოს ტოპ ვარსკვლავი და ფრანგული კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს "სეზარის" ხუთგზის მფლობელია ქალის როლის საუკეთსო შესრულებისთვის ფილმებში "შეპყრობილი" (1981), "მომაკვდინებელი ზაფხული" (1983), "კამილა კლოდელი"(1988), "დედოფალი მარგო" (1994) "უკანასკნელი გაკვეთილი" (2008).
ადელ ჰუგოს, ცნობილი მწერლის, ვიქტორ ჰიუგოს როლის შესრულებისთვის 1975 წელს გადაღებულ ფილმში "ადელ ჰ-ს ისტორია" მას "ოსკარი" მიენიჭა, ხოლო მეორედ ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო მან კამილა კლოდესი როლის შესრულებისთვის მიიღო 1988 წელს და გახდა პირველი ფრანგი მსახიობი, რომელსაც 2 ოსკარი მიენიჭა უცხო ენაზე გადაღებულ ფილმისთვის.აჯანის 1981 წელს ორი ჯილდო აქვს მიღებული კანის ფესტივალზე ფილმებისთვის "შეპყრონილი" და "კვარტეტი", ხოლო 1989 წელს მან "ვერცხლის დათვი" მიიღო "კამილა კლოდელისთვის".მისი გამორჩეული ფილმებია ასვე "მობინადრე", "ნოსფერატუ - ღამის მოჩვენება", "მიწისქვეშა გადასასვლელი", "ეშმაკი ქალები", სადაც ის შერონ სტოუნთან ერთად თამაშობს და "ლამაზმანები პარიზში".
ბოლო ფილმი მისი მონაწილეობით - "სამყარო გეკუთვნის შენ", 2018 წელს არის გადაღებული.
იზაბელ აჯანის ხშირად ადარებენ მონიკა ბელუჩის და ბევრი გლამურულ ჟურნალს შეცდომაც კი მოსვლია, მონიკა ბელუჩის ნაცვლად იზაბელ აჯანის ფოტო გამოუქვეყნებია, რაზეც ფრანგი მსახიობი ხუმრობს რომ, მისთვის პატივია, მონიკასნაირ ქალთან შედარება.
აჯანის ორი შვილი - ბერნაბე და გაბრიელ კეინი ჰყავს. ალჟირელი ინჟინრის და გერმანელი ფილოსოფის ქალიშვილი თითმის არასოდეს არ ჩნდება მედიაში, არ მონაწილეობს თოქშოუებში და არ ჩნდება "ტუსოვკებზე". გატაცებულია ფილოსოფიიითა ფსიქოლოგიით.



მასალის გამოყენების პირობები






