გალტ & თაგარტმა საქართველოს ეკონომიკური მოდელის განახლების საჭიროებაზე პრეზენტაცია გამოაქვეყნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:22, 24 Jun, 2020     1721

24 ივნისი 2020 - გალტ & თაგარტმა საქართველოს ეკონომიკური მოდელის განახლების საჭიროებაზე პრეზენტაცია გამოაქვეყნა, რაც გლობალურად მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით შემუშავდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემიამ წინა პლანზე წამოწია ადგილობრივი წარმოების მნიშვნელობა და მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიცირების აუცილებლობა. ანალიტიკოსების მოსაზრებით, ეს პანდემია მნიშვნელოვნად შეცვლის მომავალი ათწლეულის მსოფლიო ეკონომიკურ მოდელს - ეკონომიკები უფრო ავტონომიურები გახდებიან, ფოკუსირება მოხდება მიწოდების ჯაჭვების რეგიონალურ კონცეტრაციასა და რეგიონული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გალტ & თაგარტის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის ახალი მოდელი წარმოების პოტენციალის ამაღლებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ამ კუთხით, როგორც ადგილობრივი კომპანიების სტიმულირება, ისე უცხოური ინვესტიციების მოზიდვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

გალტ & თაგარტის პრეზენტაციის მიხედვით, საქართველოში ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი მომსახურების სექტორი იყო, სადაც ტურიზმი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და თავის მხრივ სტიმულს აძლევდა ვაჭრობის, მშენებლობის და მომსახურების სხვა დარგების განვითარებას. 2000-2019 წლებში მომსახურების დარგების წილი ეკონომიკაში გაიზარდა 60%-დან 78%-მდე. თუმცა, წარმოების დაბალი ბაზის პირობებში გამომუშავებული შემოსავლების ძირითადი ნაწილი იმპორტს ხმარდება. გალტ & თაგარტის შეფასებით, 2019 წელს ტურისტების მიერ დახარჯული 3.3 მლრდ აშშ დოლარიდან ქვეყნის შიგნით მხოლოდ 1.3 მლრდ აშშ დოლარი დარჩა.

გალტ & თაგარტის პრეზენტაციაში დეტალურად არის გაანალიზებული წარმოების განვითარების პოტენციალი სოფლის მეურნეობასა და სამშენებლო მასალების მიმართულებით. ამასთან, ინვესტიციების მოსაზიდად ქვეყანა განახლებულ სტრატეგიას საჭიროებს. უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალი იკვეთება შემდეგ სექტორებში: ტექსტილის, ტანსაცმლისა და ტყავის წარმოება, ავტომობილების/ავტონაწილების წარმოება, მედიკამენტები და სხვა ქიმიური წარმოება, ელექტრონული პროდუქტების წარმოება, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი. ამასთან, სამუშაო ძალის კვალიფიკაცია და ინფრასტრუქტურის ნაკლოვანებები ინვესტიციების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია სასამართლო სისტემასთან ერთად.

„კოვიდ-19-ის პანდემია მნიშვნელოვან ძვრებს იწვევს მსოფლიო ეკონომიკაში და გადალაგების პროცესი მომავალი ათწლეული გაგრძელდება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გლობალურად მიმდინარე ტენდენციებთან ადაპტირდეს და მოახდინოს უპირატესობების რეალიზება წარმოების განვითარების კუთხით და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით“, - განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: www.gtresearch.ge


R




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42