მთავრობის ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 56%-მდე გაიზარდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:19, 24 Jun, 2020     1195
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის თქმით სახელმწიფო ვალის მოცულობა არ სცილდება 60%-იან ნიშნულს მშპ-სთან მიმართებით


"ჩვენ მიერ გაანალიზებული ყველა შოკის პირობებში, ვალის მოცულობა არ სცილდება 60%-იან ნიშნულს მშპ-სთან მიმართებით",- განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის წარდგენისას.

როგორც მან აღნიშნა, ფინანსთა სამინისტრომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტთან ერთად წარმოადგინა ვალის მდგრადობის ანალიზი, სადაც გაანალიზებულია ყველა შესაძლო რისკი.

„მთავრობის ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, დაახლოებით 56%-მდე ადის, ჩვენ ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიასთან ერთად, წარმოვადგინეთ ვალის მდგრადობის ანალიზი. ყველა შოკი გაანალიზებულია და ყველა შოკის პირობებში ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებით 60%-იან ზღვარს არ სცდება. თუმცა, ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ ვალუტის გაუფასურების შოკს, რომელიც შეიძლება იყოს მთავარი რისკი. რაც შეეხება მომდევნო წლების ვალის შემცირების დინამიკას - ჩვენ ვალი ავიღეთ იმისთვის, რომ ბიუჯეტი სრულად იყოს მზად როგორც უფრო რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისთვის, ისე უფრო ღრმა ეკონომიკური კრიზისისთვის. იმედი გვაქვს, რომ ეს არ მოხდება და წელს არ იქნება საჭიროება ეს თანხები სრულად ავითვისოთ. უკვე მომდევნო წლიდან მნიშვნელოვნად შევამცირებთ ვალის აღების ტენდენციას. 2021 წელს გასასტუმრებელი გვაქვს 500 მილიონი დოლარის ოდენობის ევრობონდები, რომელიც გაცილებით მაღალი საპროცენტო განაკვეთით გვაქვს აღებული, ვიდრე მიმდინარე წელს აღებული ვალი. ჩვენ ამ რესურსს გამოვიყენებთ, მათ შორის, სწორედ ამ ვალის გადასაფარად და მომდევნო წელს, მოგვიწევს ნაკლები ვალის აღება. ჩვენ მომდევნო წელს მინიმუმ 3 %-ით შევამცირებთ დეფიციტს. 2023 წლამდე და შემდგომ წლებშიც, დეფიციტის კონტროლი იქნება ის მთავარი მიმართულება, რაც ვალის ეტაპობრივი შემცირების საშუალებას მოგვცემს," - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42