ცოლმა ქმარს „კანონიერ ქურდთან“ უჩივლა – დაკავებულია ათამდე პირი
კრიმინალი - 12:34, 24 Jun, 2020     5376

კრიმინალურმა პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 10-მდე პირი დააკავა. ინფორმაციას ამის მშესახებ "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, საქმეში თურქეთში მყოფი ორი ქართველი „კანონიერი ქურდი“ – ჯეირან კინწურაშვილი და თამაზ ქარცივაძე ფიგურირებენ.

ჩვენი ინფორმაციით, ქურდული გარჩევა ცოლ-ქმარს შორის არსებულ ქონებრივ დავას უკავშირდება. საუბარია 9000 ევროზე, რომელსაც ცოლი – ელ.წ. მის მეუღლეს, ვ.წ-ს სთხოვდა.


ბრალდების მიხედვით, ქალმა მეუღლესთან ქონებრივი დავის გადასაწყვეტად საქმეში ქურდული სამყაროს წევრები ჩართო, რომლებიც თავის მხრივ დაუკავშირდნენ თურქეთში მყოფ „კანონიერ ქურდს“ ჯეირან კინწურაშვილს – მას კრიმინალურ წრეებში „ჯეირან ხონსკის“ მეტსახელით იცნობენ.

ქურდული გარჩევა ელ.წ-ს სასარგებლოდ გადაწყდა და ქმარს ცოლისთვის 9000 ევროს გადახდა დააკისრეს.

ამის შემდეგ საქმეში „კანონიერი ქურდი“ ჩართო ქმარმაც. ჩვენი ინფორმაციით, ის ქურდული სამყაროს წარმომადგენელთან, ავთანდილ სიხარულიძესთან ერთად 7 მარტს გაემგზავრა თურქეთში, სადაც შეხვდა „კანონიერ ქურდს“ თამაზ ქარცივაძეს.

უკვე 13 მარტს საქართველოში ჩამოდის თამაზ ქარცივაძის ნდობით აღჭურვილი პირი რომან პარადა, რომელიც მოდავე მხარეს ატყობინებს ქარცივაძის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც დავა არა ცოლის, არამედ ქმრის, ვ.წ-ს სასარგებლოდ გადაწყდა.

საქმეში მტკიცებულების სახით დევს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ჩანაწერები, რომლითაც ირკვევა, რომ „კანონიერი ქურდები“ ერთმანეთს უკავშირდებოდნენ და პოზიციებს ათანხმებდნენ.

ფაქტზე საერთო ჯამში პასუხისგებაში 10-მდე პირი მიეცა. საქმე ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით მიმდინარეობს.

ფოტოზე: ჯეირან კინწურაშვილი და თამაზ ქარცივაძე.


წყარო: პრაიმტაიმი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42