"ტვ პირველის" მთავარი პეროდისერი ნოდარ მელაძე სუს-ში გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივიდა.
მელაძემ სახელმწიფო უსაფრთხიოების სამსახურის შენობასთან "მთავარი არხის" ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმეზე ახალი სკანდალური ინფორმაციის გასაჯაროება დააანონსა.
"ამ ჟურნალისტური გამოძიებისას მთავარი კითხვა, რომელსაც გაეცა პასუხი, არის თუ არა ვასამბეკ ბოკოვი ის ადამიანი, რომელიც ახლა იხდის სასჯელს, რადგან მისი ძმა ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა, რომ მან რამდენჯერმე ნახა ჩანაწერი, რომელიც მისი ძმის დაკავებას ასახავს და ის ამბობს, რომ არც სიმაღლით, არც პარამეტრებით, ის მისი ძმა არ ყოფილა"- თქვა მელაძემ.
"ნოდარ მალაძის შაბათის" ავტორმა და წამყვანმა მედიას უთხრა, ისიც რომ ის წყაროს დასახელებას არ აპირებს:
ჟურნალისტმა არც ის გამორიცხა, რომ ვასამბეკ ბოკოვის ნაცვლად საპატიმროში ახლა იჯდეს სხვა ადამიანი.
"შაბათის ეთერში „ტვ პირველმა" მოამზადა ჩემი აზრით, ბოლო დროის ყველაზე დიდი საგამოძებო მასალა. ეს ეხება გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმის ფიგურანტს ვასამბეკ ბოკოვს. დოკუმენტაცია, რომელიც მოვიპოვეთ ძალიან დიდი შრომის შედეგად, ზუსტად ბევრ კითხვას სცემდა პასუხს, რომელზეც მანამდე არ გვიპასუხა არც სუს-მა და არც პროკურატურამ. გუშინ ამ რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ დამიკავშირდა გამომძიებელი და გვითხრა, რომ გაჩნდა კითხვები ჩვენს მიმართ. ჯერ დამირეკეს მე, შემდეგ იყო ზარი გამომძიებელი ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესთან. მოვედით კითხვებზე პასუხის გასაცემად, მაგრამ სუს-შიც კარგად იციან, რომ ჟურნალისტებს იცავს კანონი წყაროს გაუთქმელობასთან დაკავშირებით და არ გვაქვს ვალდებულება დავასახელოთ წყაროები. ველოდები რა კითხვები ექნება სუს-ს, ეს იქნება მხოლოდ რეპორტაჟზე თუ მის მიღმა"- თქვა ნოდარ მელაძემ და დასძინა, რომ სუს-ში კარგად იციან, რომ ჟურნალისტებს იცავს კანონი წყაროს გაუთქმელობასთან დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები






