თიბისის სპეციალური შეთავაზება სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:00, 23 Jun, 2020     1093

აქ.ახლა, ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, თიბისის მეწარმეებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს. ინიციატივა იმ საწარმოების საქმიანობის გამარტივებას და ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების მიმართულებით ოპერირებენ.

პროექტის ფარგლებში, მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ 50.000 ლარიდან - 5.000.0000 ლარამდე კრედიტით და მიიღონ დარიცხული პროცენტის თანადაფინანსება. პროექტში ჩართვისთვის, რაიმე ტიპის უძრავი ან მოძრავი ქონების უზრუნველყოფის სახით წარდგენა საჭირო არ არის.

ინიციატივა სახელმწიფო პროექტების - „აწარმოე საქართველოში", „შეღავათიანი აგრო კრედიტის" და „საკრედიტო-საგარანტიო სქემა"-ს ფარგლებში ხორციელდება.

სპეციალური პირობებით სარგებლობა პროექტის - „შეღავათიანი აგრო-კრედიტის" ფარგლებშია შესაძლებელი, სადაც მეწარმე 48 თვის განმავლობაში, კრედიტზე დარიცხული პროცენტის 11%-მდე თანადაფინანსებას მიიღებს შემდეგ დარგებში:

· ხორცის და ხორც-პროდქუტების წარმოება, გადამუშავება და დაკოენსერვირება;

· თევზის, კიბოსნაირების და მოლუსკების გადამუშავება და დაკონსერვება;

· ხილის და ბოსტნეულის წვენების წარმოება;

· რძის გადამუშავება და ყველის წარმოება;

· მცენარეული ცხიმების (ზეთის, მარგარინის) წარმოება;

· სუნელების წარმოება;

· მზა საკვების წარმოება ფერმის ცხოველებისთვის;

· ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოება;

· ჩაის გადამუშავება;

· ტყავის წარმოება;

ინდუსტრიული საწარმოების მიმართულებით, პროექტის „აწარმოე საქართველოში" პირობებით ყველა ის მიმართულება დაფინანსდება, რომელსაც აღნიშნული პროექტი მოიცავს. მეწარმე ამ შემთხვევაში, კრედიტზე დარიცხულ პროცენტის თანადაფინანსებას 36 თვის განმავლობაში მიიღებს და ის ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის + 3%-ს შეადგენს.

სპეციალური პირობებით სარგებლობისთვის, დაინტრესებულმა პირებმა განაცხადი მითითებულ ბმულზე უნდა შეავსონ - https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/apply-for-business-loan . პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თიბისის ვებ-გვერდზე, ასევე ცხელი ხაზის საშუალებით: (032) 2 27 27 27.


R





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42