“ჭიათურაში უნდა განვითარდეს ბიზნესი, რომელსაც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა ექნება ადგილობრივების მიმართ”- ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჭიათურაში პარტიის ოფისის გახსნისას ისაუბრა.
პარტიის ლიდერი ჭიათურაში რეგიონული ოფისის გახსნის მნიშვნელობასაც შეეხო და განმარტა, რომ “ლელოს” ოფისი მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჭიათურაში “ლელოს” ოფისი გაიხსნა. ეს გადაწყვეტილება ყველა ჭიათურელს აძლევს საშუალებას, მოვიდეს ჩვენს ოფისში, თავისი პრობლემები გაუზიაროს ჩვენს გუნდს და მათი გადაჭრის გზებზე ერთად ვიფიქროთ. მდგომარეობა, რომელიც დღეს რეგიონშია, აბსოლუტურად შეუფერებელია და არავითარი კავშირი არ აქვს ნორმალურ ყოფასთან. ეს მოცემულობა აუცილებლად უნდა შევცვალოთ, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა,”- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
“ლელოს” ლიდერი კონკრეტულ გამოსავალზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ რეგიონში უკეთესი ცხოვრების შანსი სოციალურად პასუხისმგებლიანი ბიზნესის განვითარებაა.
“რეგიონში უნდა განვითარდეს ბიზნესი, გაჩნდნენ დამსაქმებლები, რომლებიც არა მხოლოდ საკუთარ შემოსავალზე იფიქრებენ, არამედ ექნებათ სოციალური პასუხისმგებლობის განცდა, რომ უნდა შეცვალოს ადამიანების ყოფა.
ასეთი ბიზნესის განვითარება კი მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგაა შესაძლებელი,”-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
R
მასალის გამოყენების პირობები