ჩხრეკა და საქმის ფიგურანტების დაკითხვების სერია წყნეთში - ახალი დეტალები 19 წლის გაუჩინარებული ფეხბურთელის საქმეში
სამართალი - 12:25, 22 Jun, 2020     2896

19 წლის ფეხბურთელს, გიორგი შაქარაშვილს მეოთხე დღეა უშედეგოდ ეძებენ - „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, მცხეთის პოლიციაში იმ ახალგაზრდების გამოკითხვა დღესაც გრძელდება, რომლებიც დაბადების დღის წვეულებას ესწრებოდნენ.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ უკვე გაჩხრიკა სახლი სადაც დაპირისპირება მოხდა. ერთ-ერთი ვერსით, სამართალდამცავებმა ადგილზე ბლაგვი საგანი იპოივეს, რომელსაც ექსპერტიზა უტარდება.

ჩვენი ინფორმაციით, წვეულებაზე მომხდარ დაპირისპირებაში დაშავდა გურამ ამირხანაშვილი მას ხელისა და ფეხის არეში დაზიანებები აღენიშნება, თუმცა პოლიციაში თქვა, რომ მას არა წყნეთში, არამედ თბილისში, ნახალოვკაში გაუსწორდნენ.

გურამ ამირხანაშვილი ოქროს მოწმეა, სწორედ ის იყო გიორგი შაქარაშვილთან და ერთ-ერთი ვერსიით, კონფლიქიტის ადგილი ხელჩართული ჩხუბის შემდეგ ერთად დატოვეს.

"ნიუპოსტისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდებს ავტომობილით ორი ბიჭი დაეწია. ამირხანაშვილი მანქანაში ჩაისვეს, ხოლო შაქარაშვილმა გაქცევა მოასწრო. დასისხლიანებული ამირხანაშვილი თბილისში, ქუჩაში დააგდეს.

ნაცემია კიდევ ერთი ახალგაზრდა - ვახო ახვლედიანი, თუმცა მის კავშირზე დაპირისპირებაში "ნიუპოსტის" წყაროს ინფორმაცია არ აქვს.

მცხეთაში დაკარგული გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე მიმართა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42