სანდრო ახმეტელის სახელობის, თბილისის მუნიციპალურ დრამატულ თეატრში 15, 16, 17, 22 და 23 ნოემბერს, 19:00 საათზე, თანამედროვე ფრანგი მწერლის - ერიკ ემანუელ შმიტის პიესის - „სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე”, პრემიერა შედგება.
ეს არის ამბავი კომაში მყოფი ადამიანებისა, რომლებიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებიან. სასტუმრო – მისტიური ადგილია, სადაც ადამიანებს ზღვრულ სიტუაციაში საკუთარი თავის შეცნობის საშუალება ეძლევათ.
პიესა წარმატებით სარგებლობს ევროპულ თეატრებში, ბესტსელერების ავტორის - ერიკ ემანუელ შმიტის პოპულარობა კი მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება.
სპექტაკლის რეჟისორი გიორგი თავაძე გახლავთ, რომელიც 2013 წელს თეატრის მოღვაწეთა კავშირის მიერ, წლის საუკეთესო რეჟისორად დასახელდა, ახმეტელის თეატრში განხორციელებული დადგმისთვის -„მაგიის საოცრებანი”.
მხატვარი ანა კალატოზიშვილი გახლავთ, რომელიც 2013 წელს თეატრის მოღვაწეთა კავშირის მიერ წლის საუკეთესო სცენოგრაფად დასახელდა და ქართულ „თეატრალურ ოსკარად” წოდებული პრემია „დურუჯი” მოიპოვა, ახმეტელის თეატრში განხორციელებული დადგმისთვის - „მაგიის საოცრებანი”;
სპექტაკლში მონაწილებენ : ნუგზარ ყურაშვილი, აკაკი ხიდაშელი, ანა მატუაშვილი, გვანცა კანდელაკი, ბექნუ ქაფიანიძე, ნინო ანდრიაძე, გაგა მახათაძე, თაკო აზნარაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები