როგორ იმოქმედებს მზის დაბნელება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე
ეს საინტერესოა - 19:44, 20 Jun, 2020     1518

როგორც ცნობილია, 21 ივნისს მოხდება მზის წრიული დაბნელება, მზე, მთვარე და დედამიწა ერთ ხაზზე განლაგდებიან, მაგრამ ამ დღეს მთვარე დედამიწისგან ყველაზე შორს იქნება და მზეს სრულად ვერ დაფარავს. შედეგად, ჩვენ დავინახავთ მზეს, როგორც ცეცხლოვანი რგოლით შემორტყმული ბნელი დისკოს.

გთავაზობთ ასტროლოგების პროგნოზს, თუ როგორ იმოქმედებს მზის დაბნელება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე.

ვერძი

ცვლილებები სახლის, ოჯახის თემებს შეეხება. შესაძლოა გაგიჩნდეთ გარკვეული ეჭვები თქვენს უსაფრთხოების, კომფორტის ზონასთან დაკავშირებით, ან ფაქტის წინაშე აღმოჩნდეთ და მოგიწიოთ ზემოთხსენებულ თემებთან დაკავშირებული ცვლილებების განხორციელება.

კურო

გადახედეთ კომუნიკაციებს, ადამიანებს თქვენს გარშემო. შესაძლოა სწორედ ამ პერიოდში მოეფინოს ნათელი ძველ გაუგებრობებს, ნათესავებთან, და-ძმებთან ან ზოგადად გარშემომყოფებთან. ერიდეთ კამათს, ნუ გაფლანგავთ უსარებლოდ თქვენს დროსა და ენერგიას. ყურადღებით იყავით გზებზე, დარწმუნდით ავტომანქანის გამართულად მუშაობაზე.

ტყუპები

ცვლილებები ძირითადად ფინანსურ სფეროში იჩენს თავს, გქონდეთ საკუთარი თავისა და უკვე არსებული შესაძლებლობების იმედი, მაგრამ დამატებითი წყაროების გაფართოებაზეც იზრუნეთ. კარგად გააანალიზეთ ინვესტიციები, ყიდვა-გაყიდვის თემები, მოემზადეთ განახლებისთვის.

კირჩხიბი

ეს არის პერიოდი, როდესაც შეგიძლიათ გაერთიანდეთ თქვენს საწყისთან, თქვენს შინაგან მესთან, გაარკვიოთ თქვენი ჭეშმარიტი მისწრაფებები, სურვილები. აიღეთ სადავეები საკუთარ ხელში მიმდინარე მოვლენების განვითარებისას. გაანცობიერეთ თქვენი ძალა, რადგან თქვენ არ გჭირდებათ არავის დახმარება, დაისახეთ მიზნები და მიჰყევით მათ ეტაპობრივად.

ლომი

შესაძლოა ეს იყოს თვითანალიზის დაწყების პროცესი, რომლის დროსაც თქვენ უპირატესობას მიანიჭებთ ფსიქოლოგიურად გაჯანსაღების საკითხებს და დაამყარეთ ბალანსს მატერიალურ და სულიერ სამყაროსშორის. ყურადღება მიაქციეთ ასევე შინაგან დიალოგებს, გაეცით პასუხები საკუთარ თავს საბოლოოდ ყველა მნიშნელოვან კითხვაზე, ამგავარად თქვენ აღმოფხვრით ყველა დაბრკოლებას, რომეელიც აქამდე გაფერხებდათ.

ქალწული

ეს პერიოდი თქვენს ცხოვრებაში ახალი პროექტების განვითარებას არ უწყობს ხელს, მაგრამ ეფექტური იქნება მეგობრებთან, კოლეგებთან , სოციალურ კავშირებში ურთიერთობების განახლება, წარსული გამოცდილებებიდან გამომდინარე კორექციების შეტანა თქვენს გარემოსა და სიტუაციებში.

სასწორი

ეს დაბნელება შეიძლება განვიხილოთ თქვენთვის, როგორც ახალი გამოწვევა, იყავით ყურადღებით, შესაძლოა გაგიჭირდეთ ბალანსის დაცვა სამსახურეობრივი ცვლილებების დროს ახალი დავალებების შესრულებისას. შესაძლოა შეფერხდეს თქვენს წინსვლასთან, დაწინასურებასთან, სტატუსთან დაკავშირებული საკითხები. მთავარია შეინარჩუნოთ სიმშიდე ოჯახის წევრებთან მიმართებაში.

მორიელი

კარგი დროა გეგმების გაფართოებისა და გარკვეული საკითხების შესასწავლად. მოგზაურობის დასაგეგმად ან უცხოეთში გასამგზავრებლად, ან გზებთან და უცხოეთთან დაკავშრებულ თემებში ზოგადად შესაძლოა თავი იჩინოს შეფერხებებმა, გაუგებრობებმა, გაუთვლელმა ცვლილებებმა. ტრანსპორტთან დაკავშირებულმა ხარვეზებმა.

მშვილდოსანი

ღრმა ტრანსფორმაციული ცვლილებების ეტაპზე გადადიხართ, რომლის დასასრულს თქვენ შეძლებთ გათავისუფლდეთ ყოველგვარი არასაჭირო, მოძველებული და თქვენთვის ზიანის მომტანისგან, იქნება ეს სიტუაციები, ჩვევები, ფობიები თუ ადამიანები, რომელთა გავლენასაც ვერაფრით ვერ აღწევდით აქამდე თავს. შესაძლოა ფარდა აეხადოს რაღაც ოჯახურ საიდუმლოს.

თხისრქა

მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები, რომელიც მიმართულია დასახული გეგმების განხორციელებისთვის, და ნაკლებად ეფექტურია ახალი მოლაპარაკებებისა და ახალ პარტნიორებთან კავშირების გაბმა, მეტად ხელსაყრელი იქნება ძველი კავშირების განახლება, ძველი პროექტების გაცოცხლება. გაითვალისწინეთ, რომ დიდია ალბათობა გაჭიანურდეს გარკვეული საკითხები თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

მერწყული

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, შესაძლოა შეგაწუხოთ ძველმა ქრონიკულმა ან თქვენთვის უკვე ნაცნობმა ჯანმრთელობის პრობლემამ. მოგიწევთ შეცვალოთ თქვენი ჩვევები. გაწერეთ დღის რეჟიმი, იმოქმედეთ გეგმიურად, ყურადღება დაუთმეთ კვების რეჟიმსაც. აწარმოეთ კონსულტაციები თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებულ პროფესიონალ ადამიანებთან, რათა ნაკლები სირთულეებით მიხვიდეთ მიზნებამდე.

თევზები

ამ პერიოდში, შეამჩნევთ ადამიანს, რომელიც თქვენს მიმართ დიდ ყურადღებას იჩენს. ოჯახში შესაძლოა სიახლე იყოს ბავშვების თემასთან დაკავშირებულ საკითხებში. რაც შეეხება, პირად-სასიყვარულო სფეროს, ნუ იჩქარებთ ახალ გაცნობილ ადამიანებთან რაღაც მნიშვნელოვანის დაგეგმვას, ჯერ კარგად დააკვირდით და გადაწყვეტილებები მოგვიანებით მიიღეთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42