თურქეთის ბრალდება "ოცნებას" - "თურქ მძღოლებს საქართველოში ფულს სისტემატურად სძალავენ"
კრიმინალი - 21:31, 18 Jun, 2020     2026

მეზობელი სახელმწიფოს მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან საქართველოს კორუფციაში პირველად ადანაშაულებენ. ხმაურიანი განხადების ავტორი თურქეთის მილი მეჯლისის დეპუტატი აჰმედ კაიაა. როგორც ტრაბზონის საარჩევნო ოლქის წარმომადგენელი ამტკიცებს, თურქ მძღოლებს საქართველოში სისტემატურად სძალავენ ფულს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი პრობლემებს უქმნიან. საგანგებო განცხადება დეპუტატმა სწორედ გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან გააკეთა.

თურქი მძღოლებისთვის საქართველოში ფულის გამოძალვამ რომ სისტემური სახე მიიღო, მილი მეჯლისის დეპუტატი "მთავართან" ინტერვიუშიც ადასტურებს. აჰმეტ კაია წლების განმავლობაში საქართველოში მუშაობდა და ადგილობრივი ბიზნესის თავისებურებებსაც კარგად ინცობს, მაგრამ ის რაც ბოლო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ხდება, მისი თქმით, ყოველგვარ ზღვარს გადასცდა.

დეპუტატის ოფისმა "მთავარ არხს" ვიდოჩანაწერიც მიაწოდა, სადაც ტრაბზონში მოქმედი ერთე-რთი გადამზიდავი თბილისში რეკავს იმის გასარკვევად, რატომ გააჩერეს მისი ტვირთი თბილისში. პასუხი მარტივია - უნდა გადაიხადო.

მსგავს პრეცენდენტს, როცა საქართველოში არსებულ თაღლითურ სქემებზე განცხადება მილი მეჯლისში კეთდება, ანალიტიკოსები ვერ იხსენებენ. სკანდალური განცხადების ავტორი კი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის, სოციალ-დემოკრატების წარმომადგენელია.

ადვილი გამოსაცნობი არაა, რომ ფული, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სძლავენ, სახელისუფლებო სავარძლებში მოკალათებული კრიმინალების ჯიბეში მიდის. თურქულ მედიაში, სადაც საქართველოს უკვე კორუფციულ ქაოსში ჩაფლულ ქვეყანად მოიხსნებენ, წერენ, რომ პრობლემა, ყველაზე ხშირად იმ მძღოლებს ექმნებათ, რომლებიც ტრანზიტით რუსეთში მიდიან. "ჰაბ-ჯორჯიაში" ფიქრობენ, რომ ქართველ ჩინოვნიკებს საერთაშორისო კორუფციული სქემა ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან ერთად აქვთ აწყობილი.

პრობლემაზე საჯაროდ საუბარს თურქი მძღოლები გაურბიან.

ამბობენ, რომ გარკვეული უხერხულობები საქართველოში მოგზაურობისას მართლა ექმნებათ, მაგრამ იციან, რომ ქრთამი საქართველოს კანონით მკაცრად ისჯება. თუმცა ვიღაცეებისთვის ეს კანონი დიდი ხანია ფარატინა ფურცელია და ამის შესახებ უკვე სხვა ქვეყნებშიც კარგად იციან.


წყარო: მთავარი არხი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42