ვერძი
თუ გეგმავდით ფინანსურ ოპერაციებს ან კრედიტის აღებას დღეს სწორედ შესაფერისი დღეა ამისთვის. იზრუნეთ ოჯახის მოწყობასა და საჭიროებებზე. საღამოს მეტად გაერთეთ და დაკავდით თქვენთვის საინტერო საქმიანობით.
კურო
შესანიშნავი დროა ახალი ცოდნის მისაღებად, ახალი ნაცნობობისთვის, ახალი ურთიერთობებისთვის, ყოველივე ეს თქვენს ცხოვრებაში ახალ სასიკეთო ემოციებს შემოიტანს.
ტყუპები
მოერიდეთ ტოქსიკურ და ნეგატიურ ადამიანებს, რომლებიც ყველას და ყველაფერს წამლავენ თავისი განწყობითა და მოქმედებით. იაქტიურეთ, მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან და ნათესავებთან.
კირჩხიბი
ეს ახალი შემოქმედებითი შთაგონების დღეა, წარმატება გელით სასიყვარულო საქმეებში. თქვენი მზარდი ინტუიცია ძლიერ ზეგავლენას მოახდენს ყოველგვარ საქმიანობაზე.
ლომი
ყურადღება მიაქციეთ ჯანსაღ კვებას, საკვები პროდუქტების ხარისხს, ფრთხილად სპორტის ექსტრემლურ სახეობებთან, მანქანის საჭესთან. დაიცავით მოძრაობის წესები.
ქალწული
დიდი იმედები და საკუთარი თავის რწმენა, ოპტიმიზმითა და გაბედულებით გავსებთ. სამყარო თითქოს თქვენს თვალწინ იცვლება და მეტად სასიკეთო ტრანსფორმაციას განიცდის.
სასწორი
ნათელი და პოზიტიური დღე გელით. წარმოქმნილ დაბრკოლებებს მარტივად გადაჭრით თუ მეტ მოთმინებას გამოიჩენთ და ნეგატიურ აზრებს არ აჰყვებით.
მორიელი
სასიკეთო იქნება თუ სპორტის რომელიმე სახეობით დაკავდებით. იზრუნეთ თქვენი პიროვნული და შემოქმედებითი თვისებების გარდაქმნასა და წარმოჩენაზე.
მშვილდოსანი
ნუ იქნებით იმპულსური, ნუ იჩქარებთ.ახლობლებთან ურთიეთობებში გამოიჩინეთ მეტი ყურაღება და გულისხმიერება. უსმინეთ სხვათა მოსაზრებებს.
თხის რქა
მეტი თავდაჯერებულობა გმართებთ, სწორი მიმართულება მიეცით თქვენს ძალებს. როდესაც გიყვართ თქვენი საქმე, ყველაფერი თავისთავად მოგვარდება და შედეგიც არ დააყოვნებს.
მერწყული
მოერიდეთ ავანტიურას ფინანსურ სფეროში, მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან, ერთობლივად მიიღეთ გადაწყვეტილებები და ყველა პრობლემა იოლად მოგვარდება.
თევზები
მეტად დაეყრდენით საკუთარ ძალებს, სასიკეთო იქნება მცირე ფიზიკური დატვირთვა, შესაძლოა სასიამოვნო საჩუქარიც გაგიკეთონ.
მასალის გამოყენების პირობები






