სექსუალური ძალადობა და შანტაჟი: პოლიციელმა თანასოფლელი ბიჭი გააუპატიურა - მოძალადეს "ქართული ოცნების" დეპუტატი მფარველობს?
კრიმინალი - 23:20, 17 Jun, 2020     2620
ძალადობის მსხვერპლი გიორგი პასკონოვი აცხადებს, რომ პოლიციის თანამშრომელმა აირი დარსალიამ, რომელიც მისი ძმის საქმეს იძიებდა, მასზე სექსუალურად იძალადა.

პასკონოვი ყვება, რომ მას პოლიციელი დაუკავშირდა და თხოვა ნომერი, რათა დაკავშირებოდა და მისი ძმის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია მიეწოდებინა.

პასკონოვის ძმას მასზე ძალადობა ედებოდა ბრალად.

დარსალიამ ბიჭი პოლიციის შენობაში დაიბარა. თუმცა, როცა ის განყოფილებაში მიდიოდა, მოძალადე დაუკავშირდა და დაუსახლებელ ადგილას ჩამოსვლა თხოვა, რათა თავად წაეყვანა პოლიციაში.

სამარშუტო ტაქსიდან ჩამოსვლის შემდეგ, როგორც დაზარალებული იხსენებს, პოლიციელმა იარაღის დემონსტრირებით და მუქარით ტყეში წაიყვანა და გააუპატიურა.

"თავის კონტროლი ძალიან უჭირდა, იყო ნასვამ მდგომარეობაში და მითხრა, რომ შენ მე ახლა უნდა გამისწორო და ჩემთან უნდა გქონდეს სექსი, ამან ძალიან შემაშინა. იარაღს იყენებდა სისტემატიურად, მირტყავდა" - ყვება გიორგი პასკონოვი.

თუმცა გიორგის ტრაგიკული ისტორია ამით არ დასრულებულა.

გაუპატიურების შემდეგ ბიჭი პოლიციაში მივიდა და როგორც თავად ამბობს, სამართალდამცავებმა სამხილების განადგურება დაიწყეს.

პროტესტის ნიშნად სასოწარკვეთილმა ბიჭმა პროკურატურის ეზოში თვითმკვლელობაც სცადა.

საქმეში სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვის შემდეგ პოლიცია იძულებული გახდა მოძალადე დაეპატიმრებინათ.

პოლიციელმა დაკავების შემდეგ ძალადობა აღიარა და საპროტესტო შეთანხმებას ითხოვდა, მოძალადეს 6 წელი მიუსაჯეს.

გიორგი პასკონოვის თქმით, მოძალადეს ბევრად მეტი ეკუთვნოდა და მას მხოლოდ 6 წელი მიუსაჯეს, რადგან მას მთავრობაში მფარველობენ.

გიორგის თქმით, მოძალადე პოლიციელს "ქართული ოცნების" დეპუტატი ჯუმბერ იზორია მფარველობს, მოძალადე კი მას აშანტაჟებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42