"ტურისტული ინდუსტრია აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო აქამდე" - ნათია თურნავა
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:29, 17 Jun, 2020     1328

„კოვიდ 19," რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამოწვევაა მსოფლიოსთვის, თუმცა, ეს გამოწვევა ჩვენი სტარტაპერებისთვის, ინოვატორებისთვის, კრეატიული ადამიანებისთვის გახდა ახალი შესაძლებლობა, რომ საინტერესო იდეებით შემოსულიყვნენ და ჩვენ ამ იდეებს ყოველთვის ვუჭერთ მხარს" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სხვადასხვა საგრანტო პროგრამებში გამარჯვებულ სტარტაპერებთან შეხვედრისას განაცხადა. ეკონომიკის მინისტრთან ერთად შეხვედრას მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე ესწრებოდნენ.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ძალიან ბევრი საინტერესო გამოგონება შეიქმნა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის არის როგორც სამედიცინო ტექნოლოგიები, ასევე, იზოლაციის პირობებში ადამიანების ყოფის გაუმჯობესებისკენ და მეტი კომფორტის შეთავაზებისკენ მიმართული გამოგონებები, ასევე ისეთი სხვადასხვა გამოწვევის ზემოქმედების შერბილებისკენ მიმართული სტარტაპები, როგორიც არის რიგების პრობლემა, უსაფრთხოების პროტოკოლების დაცვის თემა და ა.შ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის ინოვაციები ტურიზმში, რადგან ტურისტული ინდუსტრიაც აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო აქამდე - ძალიან ბევრი ახალი განვითარებაა და ამას ეხმარებიან ჩვენი სტარტაპები. არის სხვადასხვა გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან საინტერესოა არამარტო საქართველოსთვის, არამედ, მთლიანად გლობალური ბაზრისთვის. გვაქვს სპეციალური პროგრამა და პოლიტიკა, რომლითაც უნდა წავახალისოთ მომავალში ჩვენი სტარტაპები, ჩვენი ეკოსისტემა. უკვე მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და ვფიქრობთ, რომ ეს არის ახალი შესაძლებლობები, რასაც მხარს დავუჭერთ" - განაცხადა ნათია თურნავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42