კომინიკაციების კომისიასთან შექმნილი პრობლემის მოსაგვარებლად „კავკასუს ონლაინმა“ ბიზნესომბუდსმენს მიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:43, 16 Jun, 2020     1047

სატელეკომუნიკაციო კომპანია „კავკასუს ონლაინმა“ საქართველოს ბიზნესომბუდსმენს მიხეილ დაუშვილს წერილით მიმართა და კომუნიკაციების კომისიასთან შექმნილი პრობლემის მოგვარებაში დახმარება სთხოვა. კომისია „კავკასუს ონლაინს“ ავტორიზაციის შეჩერებით ემუქრება, რამაც შესაძლოა ინტერნეტ ბაზარს სერიოზული პრობლემა შეუქმნას და მომხმარებლების დიდი ნაწილი ინტერნეტით მომსახურების გარეშე დატოვოს.

გთავაზობთ კომპანიის მიმართვის სრულ ტექტს:

„მოგახსენებთ, რომ შპს „კავკასუს ონლაინი“ („კავკასუს ონლაინი“, ან „კომპანია“) წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებულ პირს და საბითუმო ინტერნეტ მომსახურების ერთ-ერთ უმსხვილეს მიმწოდებელს საქართველოში. წინამდებარე წერილით გვსურს თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ საფრთხეებსა და რისკზე, რომელთა წინაშეც დღეს დგას კომპანია.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ („კომისია“) 2019 წლის 17 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება (N გ-19-18/605), რომლითაც კავკასუს ონლაინი ცნო სამართალდამრღვევად („გადაწყვეტილება“); კერძოდ, კომისიამ სამართალდარღვევად მიიჩნია უცხოურ საწარმო „ნელგადო ლიმითედში“ ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ კუთვნილი 49% წილის გასხვისება კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე. გადაწყვეტილებით კომისიამ კავკასუს ონლაინი წერილობით გააფრთხილა და დაავალდებულა ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ წილის გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა („ნასყიდობის შებრუნება“).

აღსანიშნავია, რომ კომისიამ კომპანიას დააკისრა ისეთი ვალდებულება, რომლის შესრულების არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი მექანიზმი კომპანიას არ აქვს, რადგან კავკასუს ონლაინი არ არის ნასყიდობის ხელშეკრულების მხარე. სწორედ ამის გამო კომპანია დღემდე ვერ ასრულებს კომისიის მიერ დაკისრებულ ვალდებულებას. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კავკასუს ონლაინი კომისიამ 2019 წლის 12 დეკემბერს 30 000 ლარით, 2020 წლის 6 თებერვალს 90 000 ლარით, ხოლო 2020 წლის 12 მარტს 270 000 ლარით დაასანქცირა. 2020 წლის 28 მაისს კომისიამ მორიგი წარმოება დაიწყო კავკასუს ონლაინისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებაზე. გადაწყვეტილების მისაღებად სხდომა ჩანიშნულია 2020 წლის 25 ივნისს. აღნიშნულ სხდომაზე კომისია განიხილავს კავკასუს ონლაინისთვის ავტორიზაციის შეჩერების საკითხს დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

კომისიის მიერ კავკასუს ონლაინისთვის ავტორიზაციის შეჩერება გამოუსწორებელ ზიანს მოუტანს უშუალოდ კომპანიას და ნეგატიურ გავლენას იქონიებს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის მდგომარეობაზე. კომპანიისთვის ავტორიზაციის შეჩერება არა მარტო დააზარალებს საბითუმო მომსახურების ბაზარს, არამედ მობილური და ფიქსირებული ქსელის საცალო ინტერნეტ-მომხმარებლებს უსაფრთხო და ხარისხიანი ინტერნეტ კავშირის გარეშე დატოვებს. ავტორიზაციის შეჩერება, ასევე, ნეგატიურ გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტზეც, რადგან კავკასუს ონლაინი ავტორიზებადი საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლებიდან იხდის გადასახადებს.

კავკასუს ონლაინი დღემდე ცდილობს, რომ მიმდინარე დავის ფარგლებში ოპტიმალური გამოსავალი იპოვოს, რაც ერთი მხრივ, შესაძლებლობას მისცემს კომისიას უზრუნველჰყოს საკუთარი მიზნებისა და ამოცანების შესრულება და მეორე მხრივ, აარიდებს კომპანიას გამოუსწორებელ ზიანს. კომისია ითხოვს ნასყიდობის შებრუნებას, რადგან მიაჩნია, რომ ტრანზაქცია უქმნის საფრთხეს კონკურენციას ბაზარის შესაბამის სეგმენტზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ისე, რომ არ შეუსწავლია და არ ჩაუტარებია შესაბამისი კვლევა იმის დასადგენად რა გავლენას ახდენს ნასყიდობის ტრანზაქცია კონკურენციის მდგომარეობაზე. სწორედ ამ მიზნით ითხოვდა კომპანია 2020 წლის 17 ოქტომბრის წარმოების ფარგლებში და ასევე, 2020 წლის 14 თებერვლის განცხადებით კომისიის მიერ ბაზრის კვლევის და ანალიზის ჩატარებას კანონის შესაბამისად. მიუხედავად ხსენებულისა, კომისიამ კომპანიის თხოვნა განუხილველად დატოვა.

მოგმართავთ თხოვნით, წერილში მითითებული საკითხები დეტალურად განვიხილოთ შეხვედრის ფორმატში, რათა, თქვენი ჩართულობით, შევძლოთ იმ ოპტიმალური გამოსავლის მოძებნა, რაც არსებულ სიტუაციაში შესაძლებლობას მისცემს კომპანიას გააგრძელოს ბიზნეს საქმიანობა და ამავე დროს მისცემს საშუალებას კომისიას განახორციელოს თავისი უფლებამოსილებები.” - ნათქვამია წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42