პროგრამა Social Impact Award 2020-ის საკონკურსო ნაწილი იწყება
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:58, 13 Jun, 2020     1171


13 ივნისი, 2020 - საქართველოს ბანკის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, Impact Hub Tbilisi საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award 2020-ის საკონკურსო ნაწილს იწყებს. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, პროგრამა სრულად ონლაინ რეჟიმზე გადაეწყო და გაფართოვდა საქართველოს რეგიონებში. პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრების სერია უკვე გაიმართა თბილისში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, აჭარასა და იმერეთში, რომელშიც საერთო ჯამში, 580 ახალგაზრდა დარეგისტრირდა.

პროგრამის მეორე ეტაპი, საკონკურსო ნაწილი უკვე გაიხსნა. დღეიდან მონაწილეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, სოციალური ბიზნესიდეები, პროექტის სახით ონლაინ პლატფორმაზე წარადგინონ. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 26 ივნისია. ბიზნესიდეის წარსადგენად დაინტერესებული ახალგაზრდები უნდა ეწვიონ ბმულს: https://apply.socialimpactaward.net/georgia/

პროგრამის შემდეგ ეტაპზე, განაცხადების საფუძველზე შერჩეული ფინალისტი გუნდები გაივლიან ორთვიან ინკუბაციას, სადაც ინდივიდუალური მენტორების დახმარებით გამართავენ ბიზნესმოდელს, შეადგენენ ბიზნესგეგმებს და მოემზადებიან ჟიურის წინაშე წარსადგენად. პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად. გარდა ამისა, გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე.

Social Impact Award სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული პროგრამაა, რომელიც 25 ქვეყანაში ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი.

იმფაქთ ჰაბ თბილისმა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მეოთხე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 500+ სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; ინკუბაცია გაიარა 60-მა ახალგაზრდამ და გამოვლინდა 9 გამარჯვებული გუნდი. ყველა პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.

„წელს განსხვავებული ფორმატი გვაქვს, გადავწყვიტეთ, რომ მოვერგოთ არსებულ რეალობას და პროგრამა მთლიანად გადავიტანოთ ონლაინ რეჟიმზე. გარდა ამისა, გვაქვს ძალიან კარგი სიახლეები რეგიონების გაძლიერების კუთხით. თუ აქამდე პროგრამა მხოლოდ 6 ფინალისტ გუნდს აძლევდა შესაძლებლობას გაევლოთ საინკუბაციო პერიოდი და ამ ექვსეულში ძირითადად მხოლოდ თბილისის გუნდები ხვდებოდნენ, წელს გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, დამატებით 4 გუნდს რეგიონებიდან მიეცემა შანსი, რომ გაიარონ ინკუბაცია და მენტორებთან ერთად იმუშაონ სამეწარმეო იდეების განვითარებაზე.“ - აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა ქეთი ებანოიძემ.

„საქართველოს ბანკისათვის სოციალური მეწარმეობა და ბიზნესის ხელშწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და მოხარული ვართ, რომ პროგრამისადმი ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება. წლევანდელი პროგრამა კიდევ უფრო საინტერესო გახდა, რადგან გაიზარდა რეგიონების რაოდენობა და პროგრამა მთლიანად გადაეწყო ახალ რეალობაზე, რაც ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს დაინახონ ახალი გამოწვევები, ხელს უწყობს მათ ახალი მიზნების, იდეების დასახვასა და განხორციელებაში, პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

„გაეროს განვითარების პროგრამა, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით, აქტიურად მუშაობს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე. ამ პროცესში ახალგაზრდებს უდიდესი როლის შესრულება შეუძლიათ, შესაბამისად მნიშვნელოვანია მათი აღჭურვა საჭირო უნარებითა და ცოდნით. გასულ წელს პირველად დავუჭირეთ მხარი Social Impact Award-ის განხორციელებას. წელს კი ჩვენი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ოთხი სამიზნე რეგიონის ახალგაზრდების ჩართვა ამ პროგრამაში, რაც ადგილობრივ დონეზე სოციალური მეწარმეობის განვითარებას შეუწყობს ხელს“ - აღნიშნა თიკო ტყეშელაშვილმა, UNDP-ის პროექტის მენეჯერმა.

პროექტი მეორე წელია ხორციელდება გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42