თბილისში, მახალდიანის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 70-მდე მეხანძრე-მაშველი და 15 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ადგილზე შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდა და ხანძრის ქრობა დაუყოვნებლივ დაიწყო.
ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა. მიმდებარე საცხოვრებელი სახლებიდან ხალხი ევაკუირებულია.
ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. მიმდინარეობს ინტენსიური სალიკვიდაციო სამუშაოები. ცეცხლი 4 საცხოვრებელ სახლშია გავრცელებული. იყო ხანძრის უფრო ფართო მასშტაბზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად, საფრთხე სრულად აღიკვეთა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






