ესპანეთში, ქ. ლორეტ დე მარში საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი ქართველი მონაწილეებისათვის დიდი წარმატებით დასრულდა. ფესტივალზე ,,იქ სადაც მზეა“ საქართველოს სახელით ანსამბლი ,,საგალობელი“ და მომღერალი გიორგი გიგაშვილი წარსდგნენ, რომლებმაც საუკეთესო მუსიკალური ნომრების შესრულებისთვის გრამპრი და პირველი ადგილ მოიპოვეს.
ფესტივალში რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი,ბელორუსი, ლატვია, ლიტვა, გერმანია და იტალიის ქვეყნები მონაწილეობდნენ.
ანსამბლი ,,საგალობელი“,რომელსაც მაია მიქაბერიძე ხელმძღავნელობს საერთაშორისო ფესტივალზე ქართული ხალხური სიმღერებითა და ცეკვებით წარსდგა. მომრერალმა გიორგი გიგაშვილმა, ინსტრუმენტალისტების კონკურსში შოპენისა ნაწარმოებების შესრულებისთვის გრამპრი დაიმსახურა.
საერთაშორისო ფესტივალი 2-9 ნოემბერის ჩათვლით ჩატარდა და ის ,,ფიესტალონია მილენიოს“ ორგანიზებით მოეწყო.
მასალის გამოყენების პირობები






