კვირიკაშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შემოვლითი რკინიგზის პროექტი არ შევაჩეროთ
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:20, 12 Nov, 2013     3282

ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ისინი ყველა საშუალებით ცდილობენ, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის შეჩერება არ მოხდეს.

„ჩვენ ვეძებთ გზებს, რათა თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტთან მიმართებაში უკეთესი გადაწყვეტილება მივიღოთ“, ამბობს კვირიკაშვილი და განმარტავს, რომ რადგან დღეს „საქართველოს რკინიგზის" ბონდებით საერთაშორისო ბაზრებზე ვაჭრობენ,  უარყოფითი გადაწყვეტილებები კომპანიის კორპორატიული ვალდებულებების ფასზე უარყოფითად აისახება.

„საქართველოს რკინიგზამ" მოიწვია გერმანული საექსპერტო კომპანია, რომელმაც დადო დასკვნა, რომ წლის განმავლობაში 18 გრადუსიან დახრაზე ერთი ლოკომოტივით სიარული არ შეიძლება და საჭიროა 2 ლოკომოტივი. ეს სერიოზულად ზრდის რკინიგზის დანახარჯებს და ყველაზე ცუდი რაც არის - ამცირებს მოძრაობის სიჩქარეს. ანუ გამტარუნარიანობაზე ძალიან უარყოფითად მომედებს. 

პირდაპირ გეტყვით, ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი გაგრძელდეს და არა მარტო ჩემი. ეკონომიკურ გუნდს გვქონდა რამოდენიმეჯერ მსჯელობა და ვეძებთ იმ ტექნიკურ გადაწყვეტებს, რომლის შემთხვევაშიც ეს პროექტები იქნება გაგრძელებული"- აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ „თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის" განხორციელებით, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის თბილისის ცენტრიდან ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში გადატანით სატვირთო და სამგზავრო მატარებლები აღარ გადაკვეთენ თბილისის ცენტრალურ ნაწილს. 

ქალაქის მერია ფიქრობს, რომ პროექტს მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია ქალაქისთვის, მათ შორის მომავალში გარემოსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების უზრუნველყოფა, ეკონომიკური გაუმჯობესება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ინფრასტრუქტურის გადატანის შედეგად გამოთავისუფლებული მიწის კომერციული განვითარების შედეგად.

პროექტი მთლიანობაში მოიცავს 30 კმ სიგრძის ახალი ორლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობასა და არსებული 10 კილომეტრიანი ხაზის რეკონსტრუქციას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42