ამის შესახებ დასკვნითი კვლევა ლონდონის საიმპერატორო კოლეჯმა გამოაქვეყნა.
მკვლევარებმა გამოიყენეს დაავადების მოდელირებული სცენარი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა წინასწარმეტყველება იმისა, თუ რამდენი ადამიანი შეიძლებოდა გარდაცვლილიყო კორონავირუსული პანდემიისგან. აღნიშნული კვლევა სწორედ იმ მკვლევარ-მეცნიერებმა ჩაატარეს, რომელთა ინსტრუქციების საფუძველზე გამაოცხადა ბრიტანეთის მთავრობამ კარანტინი ქვეყანაში.
მეცნიერთა თქმით, საიზოლაციო ზომების არ მიღების შემთხვევაში, დაახლოებით 3.2 მილიონი იქნებოდა უკვე გარდაცვლილი 4 მაისისთვის ევროპის კონტინენტზე. საერთო ჯამში ამ ღონისძიებათა გათვალისწინებით 470 000 ადამიანს შეუნარჩუნდა სიცოცხლე გაერთიანებულ სამეფოში, 690 000-ს საფრანგეთში, ხოლო 630 000-ს იტალიაში.
მეცნიერთა განცხადებით, მხოლოდ ბრიტანეთში ყოველი 10 ადამიანიდან 7 კოვიდ 19-ით იქნებოდა ინფიცირებული. საერთო ჯამში კი კონტინტენტზე 15 მილიონი ადამიანი დაავადდებოდა კორონავირუსით.
მასალის გამოყენების პირობები






