რა პროფესია შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ეს საინტერესოა - 12:19, 10 Jun, 2020     2804

ვერძი – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულთათვის საუკეთესოა ის პროფესიები, რომლებიც ფიზიკურ დატვირთვასა და სწრაფ რეაქციას საჭიროებს.

მაგალითად, სპორტსმენის, კასკადიორის ან მძღოლის პროფესია; შემდეგ ის სპეციალობები, რომლებიც სამხედრო უნარს მოითხოვს – პოლიციელი, პირადი მცველი, სამხედრო პირი; ან ის პროფესიები, რომლებიც ლიდერის თვისებების გამოვლენას საჭიროებს.

კურო – ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს წარმატებას მოუტანს საფინანსო სფეროში საქმიანობა (ბუღალტერი, ეკონომისტი, ბანკის თანამშრომელი); აგრეთვე, უძრავ ქონებასთან (მაკლერი), მშენებლობასა (არქიტექტორი, ინჟინერი) და ბუნებასთან (ფლორისტი, აგრონომი, ბიოლოგი, ზოოტექნიკოსი, ლანდშაფტის დიზაინერი) დაკავშირებული პროფესიები.

ტყუპი – ტყუპისთვის კარგია სარეკლამო საქმიანობასა (რეკლამის მენეჯერი, პრომოუტერი) და კონტაქტების დამყარებასთან დაკავშირებული პროფესიები (თარჯიმანი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი).

აგრეთვე – ისეთი სპეციალობები, როგორებიცაა: სამორინეს თანამშრომელი, მოცეკვავე, ილუზიონისტი, ლინგვისტი, ჟურნალისტი, ლიტერატორი, კრიტიკოსი, მწერალი.

კირჩხიბი – კირჩხიბს ის სფერო მოუტანს წარმატებას, სადაც საჭიროა წარმოსახვა და ფანტაზია – მაგალითად, პროფესიები: მწერალი, არტისტი, მხატვარი, კომპოზიტორი.

აგრეთვე ის პროფესიები, რომლებიც ტრადიციებისა და ადათ-წესების დაცვას გულისხმობს – ისტორიკოსი, მუზეუმის თანამშრომელი. მისთვის ასევე წარმატებული იქნება სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის სფეროში მუშაობა.

ლომი – ლომს ლიდერობა სწყურია და ამიტომ ისეთი პროფესია შეეფერება, რომელიც ადამიანების მართვის და საჯარო გამოსვლების შესაძლებლობას მისცემს – პარტიის ან ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ადმინისტრატორი, პედაგოგი, საელჩოს თანამშრომელი, რეჟისორი, პროდიუსერი; აგრეთვე, ლომი სიამოვნებით იმუშავებს ისეთ სფეროში, რომელიც ფუფუნების საგნების შექმნასთან არის დაკავშირებული – ოქრომჭედელი, ძვირფასეულობის ექსპერტი, დიზაინერი.

ქალწული – ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს შეეფერება მედიცინისა და მომსახურების სფეროს პროფესიები – ექიმი, მედდა, ფარმაცევტი, ლაბორანტი, ოფიციანტი, ბორტგამცილებელი, სოციალური მუშაკი. მას მოსწონს ისეთი პროფესიები, რომლებიც შეეხება ჰიგიენას და გარეგნობას (დიეტოლოგი, კოსმეტოლოგი, პარიკმახერი); აგრეთვე, ის საქმიანობა, რაც ზუსტ გათვლას მოითხოვს – ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტობა, სტატისტიკა, ბუღალტერია.

სასწორი – სასწორს ყველაზე მეტად ხელოვნების სფერო იზიდავს. ამიტომ მისგან გამოდის კარგი ხელოვნებათმცოდნე, დეკორატორი, მხატვარი, კომპოზიტორი, მსახიობი, დიზაინერი, სტილისტი.

მისთვის წარმატებული იქნება ისეთი სამსახურიც, რომელიც კონტაქტების დამყარებას მოითხოვს. მაგალითად – ოჯახური საკითხების კონსულტანტი, საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალისტი. მისთვის ასევე წარმატებული იქნება იურისპრუდენციის სფეროში მოღვაწეობა (ადვოკატი, იურისტი, ნოტარიუსი, დიპლომატი, მოსამართლე).

მორიელი – ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს ყველაზე მეტად შეეფერება ის პროფესიები, რომლებიც საიდუმლოს ამოხსნასთან არის დაკავშირებული – ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, მეცნიერი, გრაფოლოგი, გენეტიკოსი, ასტროლოგი, კრიმინალისტი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი. გარდა ამისა, ის წარმატებას მიაღწევს გინეკოლოგიასა და სექსოლოგიაში.

მშვილდოსანი – ამ ნიშნისთვის საუკეთესოა პედაგოგის, ფილოსოფოსის, თეოლოგის, აგრეთვე იურისტის პროფესიები. გარდა ამისა, მას ძალიან მოსწონს ისეთი პროფესიები, რომლებიც უცხოეთსა და მოგზაურობასთან არის დაკავშირებული – თარჯიმანი, ლინგვისტი, ტურიზმის მენეჯერი, საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალისტი.

თხის რქა – ეს ნიშანი თავის შესაძლებლობებს სრულად ავლენს ზუსტ მეცნიერებებში, მაგალითად, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში. მას იზიდავს ყველაფერი, რაც ანალიზსა და კონტროლს უკავშირდება (ბუღალტერი, გადასახადების ინსპექტორი, ადმინისტრატორი). თხის რქას წარმატებას მოუტანს მშენებლობის სფეროს პროფესიები – არქიტექტორი, ინჟინერ-ტექნოლოგი, ლანდშაფტის დიზაინერი.

მერწყული – ამ ნიშნისთვის საუკეთესოა ტექნიკურ პროგრესთან დაკავშირებული პროფესიები (პროგრამირება, ვებ-დიზაინი); აგრეთვე, კოსმონავტიკის, სატელევიზიო და სიტუაციების პროგნოზირების სფეროების სპეციალობები – ანალიტიკოსი, მეტეოროლოგი, ასტროლოგი, ფსიქოლოგი. მერწყულს ძალიან მოსწონს ისეთი პროფესიები, როგორებიცაა: ტელეჟურნალისტი, რეჟისორი და სცენარისტი.

თევზები – ეს ადამიანები ყველაზე დიდ წარმატებას იმ პროფესიებში მიაღწევენ, რომლებიც თავდადებასა და ძალების სრულ ხარჯვას მოითხოვს – ექიმი, მედდა, სანიტარი, აღმზრდელი, სადაზღვევო აგენტი.

მას, აგრეთვე, წარმატებას მოუტანს ზღვასთან დაკავშირებული საქმიანობაც (ოკეანოლოგი, დელფინოლოგი, მეზღვაური). თევზებისთვის წარმატებული იქნება ხელოვნებისა და ლიტერატურის სფეროებში მოღვაწეობაც.

წყარო





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42