ფრანგი თავდამსხმელი კილიან მბაპე (პარი სენჟერმენი) კვლავ რჩება მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად. მისი სატრანსფერო ფასი 259 მილიონ ევროს შეადგენს- ნათქვამია საფეხბურთო კვლევების საერთაშორისო ცენტრის CIES Football Observatory მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.
« კორონავურუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო, 21 წლის ფრანგი ფეხბურთელის კილიან მბაპეს სატრანსფერო ღირებულება 6 მილიონი ევროთი შემცირდა, თუმცა ის მაინც ლიდერია და ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად რჩება »- ნათქვამია CIES Football Observatory-ს კვლევაში.
კილიან მბაპე ამჟმად ფრანგულ «პარი სენჟერმენში » თამაშობს და კონტრაქტი 2023 წელს უსრულდება. მიმდინარე სეჟონში მბაპემ « პარი სენჟრმენის »შემადგენლობაში 33 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 30 გოლი და გააკეთა 17 შედეგიანი გადაცემა -წერს CIES Football Observatory.
ძვირადღირებული ფეხბურთელების ტოპ- სია კი ასე გამოიყურება:
რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი) – 194 მილიონი ევრო,
ჯეიდონ სანჩო(ბორუსია) -179 მილიონი ევრო,
ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი (ლივერპული) – 171 მილიონი ევრო
მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი) -152 მილიონი ევრო,
მოჰამედ სალახი(ლივერპული)- 144 მილიონი ევრო,
სედიო მანე (ლივერპული)- 139 მილიონი ევრო,
ანტუან გრიზმანი(ბარსელონა) 136 მილიონი ევრო,
ალფონსო დევისი (ბავარია)- 133 მილიონი ევრო
გარი კეინი (ტოტენჰემი)-118 მილიონი ევრო.
აღსანიშნავია რომ, ლეონელ მესი -100 მილიონ ევროდაა შეფასებული და 21 ადგილს იკავებს ხოლო კრიშტიანუ რონლდუ, მსოლოდ სამოცდამეათე ადგილს დასჯერდა და მისი სატრანსფერო ღირებულებაა 62 მილიონი ევრო.
ამასთანავე 35 წლის კრიშტიანუ რონალდუ ყველაზე « ხანშიშესული » ფეხბურთელია CIES Football Observatory-ს მიერ შედგენილ ძვირადღირებულ მოთამაშეთა ტოპ ასეულში.
მასალის გამოყენების პირობები