თიბისი ციფრული არხების გამოყენების გასამარტივებლად საგანმანათლებლო კამპანიას იწყებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:10, 08 Jun, 2020     1238


მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი, აქ და ახლა, საგანმანათლებლო პროექტს იწყებს. ინიციატივის მიზანია მომხმარებლებისათვის ციფრული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მარტივ და გასაგებ ენაზე მიწოდება, რაც მათ ფინანსური მომსახურების დისტანციურად და სრულფასოვნად მიღების შესაძლებლობას მისცემს.

საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, ტექნიკური და უცხო ტერმინების გარეშე ახსნიან - როგორ უნდა გამოვიყენოთ ინტერნეტ და მობაილბანკის საჭირო და სასარგებლო ფუნქციები. ვიდეორგოლები თიბისის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდება.

„დისტანცირების პერიოდში გამოიკვეთა, რომ მობაილ და ინტერნეტბანკი მომხმარებლებისთვის სრულფასოვან ბანკს ნიშნავს. ადამიანებს საბანკო ტრანზაქციებისა და ოპერაციების შესასრულებლად ფილიალში მისვლა აღარ სჭირდებათ. ჩვენი დაკვირვებით, მიზნობირივი სეგმენტისთვის დისტანციური პროდუქტების გამოყენებისისას ძირითადი სირთულე ტერმინებისა და პროცესების სიმრავლეა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, მათ, ვისაც ამის საჭიროება და სურვილი აქვს, ციფრული არხების გამოყენება ისეთმა ადამიანებმა ასწავლონ, რომლებსაც თავდაპირველად თვითონაც უჭირდათ ადაპტაცია, ახლა კი ეს ფუნქციები მათი ყოველდღიურობის ნაწილია. ამ კამპანიის დახმარებით მომხმარებლებს ფინანსური სერვისების მარტივად და სრულად ათვისების შესაძლებლობს მივცემთ", - თეა კობახიძე, თიბისის ციფრული არხების განვითარების ხელმძღვანელი.

პირველი საგანმანათლებლო ვიდეორგოლი მობაილ და ინტერენტბანკში დარეგისტრირებას ეხება. მომდევნო ვიდეოებში კი მომხმარებლები სასარგებლო ინფორმაციას მიიღებენ ისეთ ფუნქციებზე, როგორებიცაა: თანხის გადარიცხვა მობილურის, პირადი ან ანგარიშის ნომრით; კომუნალური გადასახადების გადახდა; მობაილბანკის პაროლის აღდგენა; ავტომატური გადარიცხვის გააქტიურება და ა.შ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42