ჯანმრთელობის დაცვის ნაკრები თიბისი დაზღვევისგან
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:54, 08 Jun, 2020     913
ჯანმრთელობა ყველა ადამიანისთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველა ვზრუნავთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ჩვენ მიერ არჩეული ცხოვრების წესით თუმცა ეს შესაძლოა საკმარისი არ იყოს. კრიტიკული და სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებების დროს ჯანმრთელობაზე ზრუნვა დიდ ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს. ასეთი გაუთვალისწინებელი მომენტები ყველას ცხოვრებაში შეიძლება დადგეს. თიბისი დაზღვევაში არსებობს ჯანმრთელობის დაზღვევის სხვადასხვა ნაკრები, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას დააზღვევს და საჭიროების დადგომის შემთხვევაში, მკურნალობის ხარჯების დაფარვას უზრუნველყოფს.

COVID 19-ის გართულებებისგან დაზღვევა

თიბისის ჯანმრთელობის დაზღვევის ერთ-ერთი ნაკრები ახალი კორონავირუსის COVID 19-ის გართულებებისგან დაგიცავთ. სახიფათო ვირუსმა მსოფლიოს მასშტაბით დღის წესრიგი შეცვალა და მრავალი ადამიანის ცხოვრებაზე იმოქმედა. დღეს როცა ჩვენს გარშემო პანდემიაა და მისგან დაცული არავინ ვართ, დამატებითი გარანტიების შექმნის განსაკუთრებული საჭიროება ჩნდება.

სადაზღვევო ნაკრები ღირებულება 19 ლარია, ამ თანხის ერთჯერადი გადახდით თქვენ 1 წლით აზღვევთ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. მოცდის პერიოდი მხოლოდ 20 დღეს შეადგენს. მისი შეძენა შეუძლია 18-დან 65 წლამდე ნებისმიერ პირს, ვისაც არ აწუხებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სასუნთქი სისტემის ან ონკოლოგიური დაავადებები, ასევე დამბლა, ინსულტი ან დიაბეტი.

ინფექციის დადგენის შემთვევაში, თუ დაზღვეულის მდგომარეობა საავადმყოფოში ყოფნისას შეფასდა როგორც მძიმე მიმდინარეობის, პირი ერთჯერადად მიიღებს 10 000 ლარს. დაზღვეული პირის გარდაცვალების შემთვევაში კი, მის კანონიერ მემკვიდრეს ერთჯერადად გადაეცემა 40,000 ლარი.

სრიალის დაზღვევა

თუ თქვენ სრიალის მოყვარული ხართ და ზამთრის პერიოდში ხშირად სტუმრობთ გუდაურსა და ბაკურიანს, მაშინ აუცილებლად უნდა გაეცნოთ თიბისი დაზღვევის ამ ნაკრებს, რომელიც ზუსტად თქვენს საჭიროებებზეა მორგებული. თხილამურებით სრიალი სასიამოვნოსთან ერთად სახიფათოცაა და ერთ-ერთ ტრავმულ სპორტის სახეობადაა მიჩნეული. აქედან გამომდინარე, სასურველია თუ თხილამურების ან სნოუბორდის სრიალისას გაუთვალისწინებელ შემთხვევებს წინასწარ დააზღვევთ.

სრიალის დაზღვევის ღირებულება დღიურად 3 ლარია, მთლიანი სეზონის განმავლობაში მოქმედი დაზღვევა კი 50 ლარი ღირს. მისი შეძენა მარტივად, ონლაინ რეჟიმში, ბი ბოტის დახმარებით შეგიძლიათ. ამისათვის საკმარისია მისწეროთ პერსონალური ინფორმაცია და სასურველი დღების რაოდენობა, დაზღვევას კი იმეილზე მიიღებთ.

სრიალის დაზღვევის პაკეტი საჭიროების შემთხვევაში ვერტმფრენით მომსახურებას ითვალისწინებს. ეს ამ დაზღვევის ერთ-ერთი დიდი უპირატესობაა. მთის კურორტებზე სწრაფი ტრანსპორტირება ხშირად ვერ ხერხდება, ამ შემთხვევაში კი დაკარგული დრო უბრალოდ არ არსებობს.

ნაკრებში გათვალისწინებული ანაზღაურების შემდეგი ლიმიტები:

- მსუბუქი დაზიანება - 3 000 ლარი

- საშუალო და მძიმე დაზიანება - 5 000 ლარი

- გარდაცვალება უბედური შემთვევვის შედეგად - 10 000 ლარი

- ტრანსპორტირება სამედიცინო დაწესებულებამდე რეანომობილით - 1 000 ლარი

- ტრანსპორტირება სამედიცინო დაწესებულებამდე ვერტმფრენით - 15 000 ლარი

ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევა

ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევა თიბისი დაზღვევის კიდევ ერთი, ყველასთვის საჭირო და აუცილებელი ნაკრებია მასში გაერთიანებულია 7 კრიტიკული დაავადება, რომელთა მკურნალობაც დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული:

· ავთვისებიანი სიმსივნე, რომელშიც შედის მისი ყველა სტადია (ინვაზიური - II, III და IV სტადია და პრე-ინვაზიური - 0 და I სტადია)

· მიოკარდიუმის (გულის) ინფარქტი

· ინსულტი

· კორონარული არტერიების (გულის) შუნტირება

· თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნე

· დამბლა

· სიბრმავე

ამ ნაკრების შეძენის შემთხვევაში, თქვენთან ერთად დაზღვეულები იქნებიან თქვენი არასრულწლოვანი 1-დან 18 წლამდე შვილებიც. ამისათვის კი თანხის დამატება არ მოგიწევთ. გარდა ამისა, თქვენ შეგეძლებათ დიაგნოზი, თიბისი დაზღვევის პარტნიორი ორგანიზაცია MediGuide-ის დახმარებით, მსოფლიოს წამყვან კლინიკებში გადაამოწმოთ. ასევე, თუ სამკურნალოდ საზღვარგარეთ მდებარე კლინიკას აირჩევთ, თქვენ მიიღებთ დახმარებას საზღვარგარეთ ვიზიტის, მკურნალობის და განთავსების ორგანიზებაში.

დაზღვევის შეძენა შეუძლია ყველა ადამიანს ვისი ასაკიც 18-დან 61 წლამდეა. პაკეტის ღირებულება ანაზღაურების ლიმიტების მიხედვით განსხვავდება. ლიმიტი კი სამი სახისაა: მინიმალური - 25 000₾, მაქსიმალური - 75 000₾ და სტატუს კლიენტებისთვის - 150 000₾. დაზღვეული დაავადებებიდან რომელიმეს დაფიქსირების შემთხვევაში, დაზღვეული პირი სრულად მიიღებს ლიმიტით განსაზღვრულ თანხას, რომელსაც შემდგომ სურვილისამებრ განკარგავს.

ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მისი მოფრთხილება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს. ჯანმრთელობაზე ზრუნვა კი ასევე გულისხმობს მასთან დაკავშირებული რისკების წინასწარ განსაზღვრას, გაუთვალისწინებელი მომენტების გათვლას, სწორად შეფასებას და წინასწარ თავის დაზღვევას. დაზღვევის მთავარი პრინციპიც ხომ ესაა - დაეზღვიე დღეს რათა მშვიდად იყო ხვალ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42