თიბისი ფეის ციფრული პლატფორმა ონლაინ გადახდებისთვის
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:49, 08 Jun, 2020     969

სხვადასხვა სახის გადასახადების ონლაინ გადახდა უკვე ჩვენი ყოველდღიური რუტინის ნაწილი გახდა. იმისათვის, რომ ეს პროცესი კომფორტული, მოსახერხებელი და მარტივი იყოს, თიბისი ფეიმ ციფრული პლატფორმა შექმნა, რომელიც მომხარებელს უამრავი ფინანსური სერვისის დისტანციურად მიღებაში ეხმარება.

თიბისი ფეი საშუალებას გაძლევთ ონლაინ გადახდები დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად განახორციელოთ. ამაში კი TBC Pay-ის ვებ-გვერდი და მობილური აპლიკაცია დაგეხმარებათ, სადაც დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეძლებთ 1000-ზე მტი კომპანიის უამრავი სხვადასხვა სერვისი ერთ სივრცეში გადაიხადოთ.

რისი გადახდა გსურთ?

თიბისი ფეის ციფრული პლატფორმა მომხმარებელზე მორგებული, მარტივი და მოსახერხებელი ინტერფეისით გამოირჩევა. აქ სხვადასხვა სახის სერვისები კატეგორიებადაა დაყოფილი, რაც ძებნას გაგიადვილებთ. თიბისი ფეის საშუალებით შეძლებთ სახლიდან გაუსვლელად დაფაროთ ყველა სახის კომუნალური გადასახადი, გადაიხადოთ ტელეკომუნიკაციის სერვისების - ტელეფონის, ინტერნეტის თუ ტელევიზიის დავალიანება, დაფაროთ ყველა სახის ჯარიმა, მათ შორის პატრულის ჯარიმა, გადაიხადოთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ბანკების თუ ლომბარდების სესხები, გადაიხადოთ ამანათების ტრანსპორტირების თანხა, გადარიცხოთ საქველმოქმედო ფონდებში, შეავსოთმობილური ბალანსი და ა.შ. სერვისების ჩამონათვალი დიდი და ვრცელია. აქ ყველაფერს იპოვით, რისი გადახდაც გსურთ და თუ თქვენთვის სასურველ სერვისს მაინც ვერ მიაგენით, აუცილებლად მისწერეთ ონლაინ დახმარების თანამშრომლებს და თიბისი ფეის გაყიდვების გუნდი შეეცდება მაქსიმალურად ოპერატიულად დაამატოს ახალი სერვისი.

თიბისი ფეის სისტემაში რეგისტრირებულ მომხარებლებს ცხოვრების გამარტივება სხვადასხვა საჭირო და გამოსადეგი ფუნქციის გამოყენებით შეუძლით. მაგალითად გადასახადების გადახდისას შეგიძლიათ ისარგებლოთ სააბონენტო ნომრის დამახსოვრების ფუნქციით და მომავალში იმავე გადასახადის გადახდისას თავიდან აირიდოთ მონაცემების ხელახლა შეყვანა. ასევე შეგიძლიათ ჩართოთ დავალიანების შესახებ შეტყობინების ფუნქცია და მიიღოთ SMS შეტყობინება როგორც კი თქვენს სააბონენტო ნომერზე დავალიანება აისახება. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, თიბისი ფეიზე კიდევ უამრავ საინტერესო სერვისს ნახავთ.

თიბისი ფეის ინოვაციური სერვისები

თიბისი ფეი მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც მუდმივად ნერგავს ფინანსურ ტექნოლოგიებში არსებულ სიახლეებს. შედეგად მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ხდება ინოვაციური და უნიკალური სერვისები, რომელსაც მხოლოდ თიბისი ფეიზე ნახავთ. თუ თქვენ და თქვენს მეგობრებს რაიმე საქმისთვის საერთო თანხის მოგროვება გსურთ, თიბისი ფეის საშუალებით ამას მარტივად შეძლებთ. როცა მეგობრის დაბადების დღისთვის საერთო საჩუქარს ყიდულობთ ან ლანჩის შემდეგ გადასახდელ თანხას იყოფთ, სწორედ ამ დროს გამოგადგებათ თანხის მოთხოვნის სერვისი, რომელიც ყველა უხერხულობას აგარიდებთ თავიდან და თანხის მოგროვებას სახალისო პროცესად აქცევს.

თუ თქვენ სხვისთვის თანხის გადარიცხვას გეგმავთ, თიბისი ფეის დახმარებით ამ საქმეს მარტივად შეძლებთ. თქვენ აღარ დაგჭირდებათ მიმღები პირის საბანკო რეკვიზიტების ცოდნა, ბანკში წასვლა ან თუნდაც ქუჩაში ჩასარიცხი აპარატების ძებნა. ვებ-გვერდზე ან მობილურ აპლიკაციაში მიუთითებთ მხოლოდ მიმღების მობილურ ნომერს (არ აქვს მნიშვნელობა არის თუ არა ეს ნომერი დაფიქსირებული ბანკში, მთავარია სმს შეტყობინება მიიღოს ადრესატმა) გადასარიცხ თანხას და სულ ეს არის. მიმღები პირი კი SMS სახით მიღებულ ბმულზე გადასვლით შეძლებს მისთვის სასურველ, ნებისმიერ ქართულ საბანკო VISA/Mastercard ბარათზე თანხის დასმას და ბანკომატიდან მომენტალურად განაღდებას.

თიბისი ფეის მობილური აპლიკაცია გამოყენებისთვის კომფორტული და მოსახერხებელია. მობილური ტელეფონები ყოველთვის თან გვაქვს, ეს კი ნიშნავს, რომ 1000-ზე მეტი სერვისის გადახდაც ნებისმიერ დროს შეგვეძლება სადაც არ უნდა ვიყოთ და ამისათვის სულ არაა საჭირო მობილური ინტერნეტით სარგებლობა. თიბისი ფეი საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ მობილური აპლიკაციით მაშინაც კი, როცა მობილური ინტერნეტი ჩართული არ გაქვთ. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეს სერვისი ჯერ-ჯერობით მხოლოდ მაგთის აბონენტებისთვისაა ხელმისაწვდომი.

თიბისი ფეის მომხმარებელს ასევე შეუძლია შექმნას გადახდის შაბლონები და ხშირად გამოყენებადი სერვისების გადახდას სულ რამდენიმე წამი მოანდომოს. ყოველი გადარიცხვის შემდეგ კი შესაძლებელია გადახდის დამადასტურებელი ქვითრის მიღება და საჭიროების შემთხვევაში მისი ამობეჭდვა. ამასთან, სისტემა იმახსოვრებს მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ყოველ ტრანზაქციას და მომავალში შესაძლებელია გადახდების ისტორიის ნახვა, რაც გვეხმარება უკეთ ვაკონტროლოთ ჩვენი ფინანსები.

დღეს ყველა ვეძებთ კომფორტულ და მოსახერხებელ გზებს ჩვენი ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისი ფეის ციფრული პლატფორმა კი ამაში მნიშვნელოვნად გვეხმარება. ისარგებლეთ მრავალფეროვანი დისტანციური სერვისებით ვებ-გვერდზე ან გადმოწერეთ თიბისი ფეის აპლიკაცია თქვენს მობილურში:

iOS სისტემისთვის App Store-დან;

Android სისტემისთვის Play Store-დან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42