ამჟამად მიდის მსჯელობა, თუ ვის შეაჯიბრებენ ადამიანს - უპილოტო ავიაგამანადგურებელს, თუ მცირე ზომის დრონების ჯგუფს. ასევე არ არის ცნობილი, დრონების მართვა მთლიანად ხელოვნური ინტელექტის მიერ მოხდება, თუ ნაწილობრივ.
როგორც ცნობილია, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო და განსაკუთრებით სამხედრო-საჰაერო ძალები აქტიურად მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე და სწორედ ეს ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული მომავალ წელს დაგეგმილი საწვრთნელი შეჯიბრისთვის.აღსანიშნავია, რომ ე.წ. პილოტირებული სამხედრო საფრენი აპარატების ერის დასრულებაზე 2020 წლის თებერვალში SpaceX-სა და Tesla-ს დამაარსებელმა ილონ მასკმაც განაცხადა და აღნშნა, რომ თუ აშშ საკმარის თანხებს არ ჩადებს სამხედრო დრონების წარმოებაში, ის სამუდმოდ ჩამორჩება სხვა მაღალტექნოლოგიურ ქვეყნებს ამ სფეროში.
ამერიკის სამხედრო უწყებაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი აშშ-ის საჰაერო ძალების ხელოვნურ ინტელექტზე სრულ გადაყვანაზე. პენტაგონის ხელოვნური ინტელექტის გაერთიანებული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამჟამად მიდის მუშაობა ადამიანის გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობებისა და ხელვნური ინტელექტის თანაარსებობაზე. ახალი ტექნოლოგია გამოყენებული იქნება იმ სფეროში, სადაც ხელოვნური ინტელექტი საფრენი აპარატის ბრძოლისუნარიანობას გააუმჯობესებს.გენერალ-ლეიტენენტიჯეკ შენაჰენი აცხადებს, რომ მიუხედავად ათწლიანი მუშაობისა და რამდენიმე ათულმილიარდიანი ხარჯისა, ინსტრუქტორებმა ჯერჯერობით ვერ შექმნეს ისეთი ავტომობილი, რომელსაც ავტომატიზაციის მეოთხე დონე ექნება, ანუ მისი უსაფრთხოდ მართვისთვის მძღოლი საერთოდ აღარ იქნება საჭირო და ადამიანს შეეძლება უპილოტო მანქანით გადადგილებისას ვთქვათ, დაიძინოს. ანალოგიურად, აცხადებს გენერალი, ჯერ ნაადრევია სამხედრო ავიაციიდან ადამიანის სრულ გამორიცხვაზე საუბარი.
ფოტოზე გამოსახულია აშშ-ის ავიაგამანადგურებელი F35 (ზემოთ) და სამხედრო დრონი XQ-58A "ვალკირია" (ქვემოთ), რომლის საცდელი გაფრენაც 2019 წლის მარტში განხორციელდა.
მასალის გამოყენების პირობები






